ქებული კლიმატი ბავშვებისთვის - 1 ივნისი „მომავლის გზაში“

ქებული კლიმატი ბავშვებისთვის - 1 ივნისი „მომავლის გზაში“

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კომპანია „ქებული კლიმატმა“ ახალი საქველმოქმედო ინიციატივით აღნიშნა.

კომპანიის გუნდი საქველმოქმედო ფონდის „მომავლის გზის“ დღის ცენტრს ესტუმრა და ბავშვებს 1 ივნისი ინდივიდუალური საჩუქრებით , საკვები და სხვა საჭირო პროდუქტებით მიულოცა. ინიციატივა „ქებული კლიმატი ბავშვებისთვის“ ემსახურება ბავშვთა კეთილდღეობის ხელშეწყობას ჯანსაღი, უზრუნველყოფილი, კომფორტული გარემო-პირობების შექმნით და ითვალისწინებს პერმანენტულ საქველმოქმედო ღონისძიებებს.

„დღევანდელი დღე მხოლოდ დასაწყისია ჩვენი გრძელვადიანი გეგმის, რომლის მთავარი ამოცანაა ბავშვების კეთილდღეობის ხელშეწყობა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც საზოგადოებისთვისა და ბიზნესისთვის ორმხრივად სასარგებლო, მდგრადი მოქმედება, საქართველოში ჯერ კიდევ ახალი მიმართულებაა. ამიტომაც, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი ინიციატივის , როგორც მაგალითისა და ინსპირაციის წყაროს გაზიარება ბიზნეს სექტორისათვის“, - აცხადებენ კომპანიაში.

„ქებული კლიმატი“ გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალითაა წარმოდგენილი. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოფს.

R