ავტორი:

"სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ" - "ოცნების" პრესსამსახური

"სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ" - "ოცნების" პრესსამსახური

აშშ-ის დემოკრატიის ფონდის ( NED ), ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის ( EED ) და „სოროსის ფონდის" მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები, სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ტელეფონზე ურეკავენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო ზარები თითქმის ყველა დეპუტატთან განხორციელდა.

გავრცელებულ ინფორმაციას სოცქსელში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი:

"ძალიან სამწუხაროა, რომ, ბოლო პერიოდში, ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება.ორი წელი ამ ყველაფერზე ველაპარაკებოდი და ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს. სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ ზედაპირულ და დაუდევარ დამოკიდებულებას ვიღებდით.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. მათი მხრიდან დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნებოდა ერთ-ერთი ზომა ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის" - წერს პაპუაშვილი.