ავტორი:

კვლავ "რეალი" - ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორები და ემოციები: "სამეფო კლუბმა მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ჩემპიონატი "დახურა" (ფოტოები)

კვლავ "რეალი" - ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორები და ემოციები: "სამეფო კლუბმა მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ჩემპიონატი "დახურა" (ფოტოები)

ჩემპიონთა ლიგა კვლავ მადრიდის "რეალმა" მოიგო. სამეფო კლუბი მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო საკლუბო ტურნირის გამარჯვებული მეთხუთმეტედ გახდა. ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ხუმრობენ კიდეც და წერენ, რომ "რეალმა ჩემპიონთა ლიგა დახურა".

ფინალში მადრიდულმა კლუბმა "დორტმუნდი“ ანგარიშით - 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი მატჩის მეორე ტაიმში გავიდა. ჯერ კარვახალმა გაიტანა, ხოლო შემდეგ - ვინისიუსმა.

აღსანიშნავია, რომ ტონი კროოსმა ამ მატჩით საკლუბო კარიერა დაასრულა და მისი "უკანასკნელი ცეკვა" შთამბეჭდავი გამოდგა. შთამბეჭდავია ასევე ისიც, რომ კროოსს, მოდრიჩს, ნაჩოსა და კარვახალს ჩემპიონთა ლიგა უკვე ექსვჯერ აქვთ მოგებული.