ავტორი:

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში 30-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს - რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში 30-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს - რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა, გასული დღის განმავლობაში, ღაზის სექტორში 30-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს,- ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის არმიის ცნობით, სამიზნეები მოიცავდა "ჰამასის" ინფრასტრუქტურას, იარაღის საწყობებს და შეიარაღებულ პირთა უჯრედებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ღაზას ქალაქ რაფაჰში ნაჰალის ბრიგადის ჯარისკაცებმა სარაკეტო გამშვებს დაარტყეს რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც ის მოწინააღმდეგემ ისრაელის ჯარებზე თავდასხმისთვის გამოიყენა. სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.