ავტორი:

"ჩემი დევიზია ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა და ჯანსაღი საზოგადოება" -  ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ქალი კანდიდატი დარეგისტრირდა

"ჩემი დევიზია ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა და ჯანსაღი საზოგადოება" -  ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ქალი კანდიდატი დარეგისტრირდა

ყოფილი ირანელი დეპუტატი, ზოჰრე ელაჰიანი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად დარეგისტრირდა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

  • მათივე ინფორმაციით, ზოჰრე ელაჰიანი პირველი ქალია, რომელიც ირანის პრეზიდენტობისთვის საარჩევნო რბოლაში ჩაერთო.

"ჩემი დევიზია ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა და ჯანსაღი საზოგადოება", - ციტირებს ელაჰიანის სიტყვებს ირანული მედია.

ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატებად ასევე დარეგისტრირდნენ ირანელი პოლიტიკოსები: მასუდ პეზეშკიანი, ალირეზა ზაკანი, სეიედ აჰმად რასულინეჯადი, ჰაბიბოლა დაჰმარდე, სეიიდ მოჰამად-რეზა მირთაჯოდინი, ფადა-ჰოსეინ მალეკი, ზოჰრე ელაჰიანი და ვაჰიდ ჰაგანიანი.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების რეგისტრაციის პროცესი 30 მაისს დაიწყო. არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.