ავტორი:

"ვერ წარმოგვედგინა, რომ ასე ახლოს ვიყავით და ერთი პენალტის შეგდება გვაშორებდა ევროპის ჩემპიონატს" - გიორგი ქვილითაია ისტორიულ მატჩსა და ევროპის ჩემპიონატზე

"ვერ წარმოგვედგინა, რომ ასე ახლოს ვიყავით და ერთი პენალტის შეგდება გვაშორებდა ევროპის ჩემპიონატს" - გიორგი ქვილითაია ისტორიულ მატჩსა და ევროპის ჩემპიონატზე

„ვერ წარმოგვედგინა, რომ ეგრე ახლოს ვიყავით და ერთი პენალტის შეგდება გვაშორებდა ევროპის ჩემპიონატს - კვეკვეს პენალტის შემდეგ მეხსიერება წყდება და...“

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქვილითაია 26 მარტის ისტორიულ თამაშზე საუბრობს და თავის ემოციებს ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით TST სპორტს უზიარებს.

"ბოლო პენალტს კვეკვე რომ ურტყამდა, გვერდზე მედგა ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ვუთხარი, რომ თუ შეაგდო, გავდივართ-თქო და არ იცოდა.

ფიქრობდა, რომ კიდევ ერთი პენალტი გვჭირდებოდა და თან, იმდენად გვარწმუნებდა, რომ მეც შემეპარა ეჭვი და მერე თავიდან დავიწყეთ ფიქრი. ვერ წარმოგვედგინა, რომ ეგრე ახლოს ვიყავით და ერთი პენალტის შეგდება გვაშორებდა ევროპის ჩემპიონატს.

ამას ეტყობა ფსიქოლოგიურად თუ შინაგანად თუ ქვეცნობიერად ვერ ვუშვებდით და ამიტომ არ გვჯეროდა, რომ ბოლოა. კვეკვემ პენალტი შეაგდო, მანდ მეხსიერება წყდება, რამდენიმე წუთი არ მახსოვს და მეხსიერება ისევ ბრუნდება, როცა უკვე გასახდელში ვარ. მე როცა იქ გავიქეცი, ეგრე სწრაფად არასდროს არ გავქცეულვარ, სხვათა შორის, სანიოლმაც მითხრა ხუმრობით, ესე თუ გარბოდი, იქნებ აქამდეც შეგვემჩნიაო“, - ამბობს ქვილითაია.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/BX1yHmaJMsc?si=cJOsbilSEo0iUpoD" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>