ავტორი:

"ჩაანაცვლეს ბელადი ახალი ბელადით, სალომე ზურაბიშვილით - დიდ გაუგებრობაში არიან" - ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ქარტიაზე"

"ჩაანაცვლეს ბელადი ახალი ბელადით, სალომე ზურაბიშვილით - დიდ გაუგებრობაში არიან" - ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ქარტიაზე"

"ეს მისი [სალომე ზურაბიშვილის] როლია, რომელიც მას თავად არ შეურჩევია, არამედ განუსაზღვრეს - საერთოდ რა ქარტიაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტიაზე” საუბრისას განაცხადა.

  • ღარიბაშვილის თქმით, დღეს ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს "რეზიდენტად“ მოიხსენიებდნენ, მის გარშემო ერთიანდებიან. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავად ჩაანაცვლა საკუთარი "ბელადი“ ახლით - სალომე ზურაბიშვილით და ახლა ისინი გაუგებრობაში არიან.

"ეს მისი [სალომე ზურაბიშვილის] როლია, რომელიც მას თავად არ შეურჩევია, არამედ განუსაზღვრეს. ჩემი გადმოსახედიდან ეს ძალიან დიდი გაუგებრობაა. საერთოდ რა ქარტიაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე.

საზოგადოებას ერთი რამ მინდა შევახსენო, ჩვენ კარგად ვხედავთ რაც ხდება ამ ქარტიის გარშემო. ოპოზიციურ პარტიებს თავმოყვარეობა საერთოდ დაკარგული აქვთ. ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს "რეზიდენტად“ მოიხსენიებდნენ, დღეს მის გარშემო გაერთიანებული არიან, თავად ჩაანაცვლეს თავიანთი ბელადი ახალი ბელადით - სალომე ზურაბიშვილით და რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. მე მოვისმინე მისი ეს ახალი შეთავაზება, რომ ჯერ ქართველ ხალხს და "ქართულ ოცნებას“ უნდა მოუგოს არჩევნები ამ ქაოსმა, როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაარქვეს - "ომის გაერთიანებებმა“ უნდა დაანგრიონ სახელმწიფო ინსტიტუტები და შემდეგ ახალ არჩევნებში შეიყვანონ ქვეყანა - რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. რაც მალე შეეგუებიან რეალობას, მით უკეთესი მისთვის [სალომე ზურაბიშვილისთვის] და მის გარშემო შემოკრებილი "ლუზერისთვის“.

სამწუხაროდ, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის ქვეყანაში ვინც მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას უზრუნველყოფს. მეორე მხარის, რომელიც ამ ქალბატონის გარშემო შეიკრიბა, არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში გარდაუვალი იქნება ქაოსი, არეულობა და ომი. ქართველმა ხალხმა გააზრებულად აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. დღეს ხალხს მშვიდობა სჭირდება. ჩვენ უამრავი გამოწვევები გვაქვს და ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემაა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და სხვა უამრავი პრობლემა რაზეც ფოკუსირებაა საჭირო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეკრებას სთავაზობს.