ავტორი:

"ვგმობ "ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავდასხმას, ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება" - მირიამ ლექსმანი

"ვგმობ "ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავდასხმას, ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება" - მირიამ ლექსმანი

"ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმას.

"ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს“, - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ.

პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 100-მდე ნიღბიანი პირი ოფისში შეჭრას ცდილობდა, ასევე დამსხვრეულია და დაზიანებულია შენობის შუშები. პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.