ავტორი:

"ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან “ნაცმოძრაობის“ ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, ხოლო მათი ყოველი აქტივისტის უკან - "ევროპის სახალხო პარტია" - შალვა პაპუაშვილი

"ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან “ნაცმოძრაობის“ ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, ხოლო მათი ყოველი აქტივისტის უკან - "ევროპის სახალხო პარტია" - შალვა პაპუაშვილი

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან "ნაციონალური მოძრაობის" ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ყოველი აქტივისტის უკან - "ევროპის სახალხო პარტია".

სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში”, - წერს შალვა პაპუაშვილი და ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ უმრავლესობის დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს “მონას“ და "მოღალატეს“ უწოდებენ.

აღნიშნულს გამოეხმაურა თავად სანიკიძეც და განაცხადა: "გულანთებული ადამიანების უკან რატომღაც სულ ნაციონალური მოძრაობის აქტივი აღმოჩნდება-ხოლმე. ასე მოხდა ამ ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, რომელსაც ფაშიზმიც არ გამოსდის მისი დიდი სურვილის მიუხედავად და თავისივე ტყუილებში იბლანდება როგორც სხვა ყველა ჭეშმარიტი ნაცი".