ავტორი:

ახალციხე-ასპინძის გზაზე ცხვრებით სავსე ტრაილერი გადაბრუნდა - რა ხდებოდა ადგილზე?

ახალციხე-ასპინძის გზაზე ცხვრებით სავსე ტრაილერი გადაბრუნდა - რა ხდებოდა ადგილზე?
  • მთავარი ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე, ცხვრებით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა. ინფორმაციას და ფოტოს გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მათი ცნობით, მოსახვევში სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. დახოცილია დიდი რაოდენობით ცხვარი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.