ავტორი:

"60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება" - პაპუაშვილი "აგენტების კანონის" პროცედურებზე

"60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება" - პაპუაშვილი "აგენტების კანონის" პროცედურებზე

ორგანიზაციების განცხადება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით არის არადემოკრატიული ქცევა, რაც კანონის უზენაესობის სულისკვეთებასა და მათივე დეკლარირებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება - კანონი მიღებულია და ყველამ იცის, რა არის გასაკეთებელი! ყველამ იცის, რა შედეგები მოჰყვება, თუ არ იქნება დეკლარირება, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა, რომლის ხელმოწერითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამოქმედდება.

  • პაპუაშვილმა კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული პროცესი და პროცედურები განმარტა. მისი თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი “საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება და გამოქვეყნებულად ხვალიდან ჩაითვლება.

როგორც მან აღნიშნა, 4 ივნისიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შეიმუშავებს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის. 60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება, რა დროსაც მათ 2023 წელს მიღებული შემოსავლები უნდა დაადეკლარირონ.

“როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების აცხადებენ კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, თუკი მათ კანონის ტექსტი არ მოსწონთ, თავად რატომ არ იღებენ ვალდებულებას ხალხის წინაშე, რომ ნებაყოფლობით, პროაქტიულად იყვნენ გამჭვირვალე? რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას? ეს აჩვენებს, რომ მათ პრობლემა აქვთ არა კანონის მიმართ, არამედ პრობლემა აქვთ იმისა, რომ ხალხისთვის მათი ფინანსები ცნობილი გახდება. გახდება ცნობილი, თუ სად მიდის უცხოური დაფინანსების ნაწილი, რომლის თაობაზეც შიგა და შიგ შევიტყობთ, რომ იხარჯება რადიკალიზმში, იხარჯება მათ შორის ისეთ ორგანიზაციებში, რომელიც ბოლო პერიოდში ტერორით და მუქარით არიან დაკავებული. სამწუხაროა, რომ დღეს დღეს უცხოური დაფინანსება ასეთ ორგანიზაციებთან ასოცირდება.

ყველას მოვუწოდებ, მიყვნენ კანონის ნორმებს და სულისკვეთებას და იმოქმედონ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.