ავტორი:

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გვირჯიშვილი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა.

"ჩვენი გმირი ქართველი, მესხი ბიჭი ახალციხიდან... 4 წლის წინ გავიცანი, ჯერ კიდევ ევროპაში ცხოვრობდა, სულ ქვეყანაზე წუხდა და დარდობდა აქაურ მოვლენებზე.

უკრაინაში ომი რომ დაიწყო, რამდენიმე თვით სოციალური ქსელიდან გაქრა, მერე აღმოჩნდა, რომ უკრაინაში წასულა ჩვენი ქვეყნის ღირსების დასაცავად, გენაცვალე ძმაო, შენს როხროხა ხმას რომ ვეღარ გავიგონებთ, თუმცა გპირდებით, რომ შენს ბრძოლას უკრაინაშიც აუცილებელი ხალხიც მოიგებს და საქართველოშიც მოვიგებთ. რუსი ღორების წინააღმდეგ!" - წერს გარდაცვლილის ახლობელი ზურაბ ნადირაძე სოცქსელში.

არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.