ავტორი:

მაისტერ პაუერი – ინოვაციური ჰერბიციდი, რომელიც სიმინდის დაცვის ახალ ხედვას გვთავაზობს

მაისტერ პაუერი – ინოვაციური ჰერბიციდი, რომელიც სიმინდის დაცვის ახალ ხედვას გვთავაზობს

თუკი გსურთ ხარისხიანი სიმინდის მოსავალი, თანაც დანაკარგების გარეშე, მაშინ აუცილებლად უნდა გაიცნოთ Bayer-ის უნიკალური სელექციური ჰერბიციდი, მაისტერ პაუერი. მისი ინოვაციური ფორმულაციის დამსახურებით, პრეპარატი სარეველებისგან სიმინდის გრძელვადიანი დაცვის გარანტიას იძლევა და უზრუნველყოფს მაღალ მოსავალსა და ხარისხს.

  • რაში მდგომარეობას მაისტერ პაუერის ინოვაციურობა?

მაისტერ პაუერი აღმოცენების შემდგომ მოქმედი უნიკალური ჰერბიციდია, რომელიც სარეველების ფართო სპექტრის წინააღმდეგ გამოიყენება და არ საჭიროებს მიმწებებელს. ის ეფექტურად უმკლავდება ერთწლიან და მრავალწლიან ფართოფოთლოვან და მარცვლოვან სარეველებს, მათ შორის ისეთ სახეობებს, როგორებიცაა მინდვრის ხვართქლა და ჭანგა. ამასთანავე, ინოვაციური ტექნოლოგიით შექმნილი პრეპარატი ერთ ფორმულაციაში აერთიანებს სამ მაღალეფექტურ მოქმედ ნივთიერებასა და ანტიდოტს, რაც გამორიცხავს მცენარის სტრესს და განაპირობებს მის უსაფრთხოებას.

სარეველების მასაზე ეფექტური „წვის ეფექტის“ გარდა, მაისტერ პაუერს გამოარჩევს ისიც, რომ გააჩნია ნიადაგიდან მოქმედების უნარი, რის მეშვეობითაც პრეპარატი იცავს სიმინდის კულტურას სარეველების აღმოცენებისგან ვეგეტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.

  • როდის უნდა გამოვიყენოთ ჰერბიციდი?

მაისტერ პაუერი სიმინდის კულტურაში გამოიყენება 3-6 ფოთლის ფაზაში და ისევე, როგორც ნებისმიერი მცენარეთა დაცვის საშუალების გამოყენებისას, აუცილებელია დავიცვათ შესაბამისი რეკომენდაციები. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, მაისტერ პაუერი სელექციური ჰერბიციდია, შესაბამისად ნაკვეთში გამოყენებისას არ აზიანებს და სტრესავს სიმინდის კულტურას. ის განსაკუთრებით ეფექტურია ახალგაზრდა სარეველების წინააღმდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ დაუშვათ მათი ზედმეტად გაზრდა და დროულად დაამუშაოთ ნაკვეთი. ამასთან ერთად, ჰერბიციდის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი არახელსაყრელ ამინდში, სტრესულ ან +25°C-ზე მაღალი ჰაერის ტემპერატურის პირობებში. ამ გზით თავიდან აიცილებთ არასასურველი პროცესების განვითარებას და მისი ეფექტურობის დაქვეითებას.

ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, გირჩევთ, პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ „აგროსფეროს“ კონსულტანტებთან, რომლებიც შეაფასებენ თქვენს საჭიროებებს და მოგაწვდიან უფრო დეტალურ ინსტრუქციას მეტი ეფექტურობისა და უსაფრთხოებისთვის. პრეპარატის შესაძენად ან მასზე უფრო მეტის გასაგებად კი ეწვიეთ "აგროსფეროს“ ონლაინ მაღაზიას.

(NS)