ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული მომავლის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა" - ევროპარლამენტარი თიის როიტენი

"ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული მომავლის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა" - ევროპარლამენტარი თიის როიტენი

"საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, თიის როიტენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ხელის მოწერას.

მისი შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ“ ახლახან საქართველოს ევროპული მომავლის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა - მაგრამ საბოლოოდ ისინი მარცხს განიცდიან.

"საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავშირის ნამდვილ მხარდაჭერას იმსახურებენ. დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს“, - წერს ევროპარლამენტარი თიის როიტენი X-ზე.