ავტორი:

ბოლოს და ბოლოს, უკვე ოფიციალურად - კილიან მბაპე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია

ბოლოს და ბოლოს, უკვე ოფიციალურად - კილიან მბაპე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევი, პარიზული "პსჟ"-ს უკვე ყოფილი ფეხბურთელი, კილიან მბაპე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია.

ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას სამეფო კლუბი ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და მბაპე თავისი ოცნების კლუბს ხუთწლიანი კონტრაქტით შეუერთდება.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხა გადაიხადა რეალმა მბაპეს სანაცვლოდ.

ცნობისთვის, "რეალში" თამაში კილიანის ბავშვობის ოცნება იყო. ფრანგ ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს ამის შესახებ. მბაპე ამბობდა, რომ თუ ოდესმე "პარის სენ ჟერმენიდან" გადავიდოდა, მხოლოდ მადრიდის "რეალში". თითქმის ყოველ ზაფხულს სხვადასხვა სპორტული გამოცემები წერდნენ, რომ მბაპე რეალს შეუერთდებოდა, თუმცა დღემდე ეს ამბავი რეალური არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ "რეალმა" წელს მეთხუთმეტედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.