ავტორი:

"გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის" - ოლაფ შოლცი

"გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის" - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი არ თვლის, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა უკრაინას, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღით დაარტყას, ესკალაციას გამოიწვევს.

”გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, საუბარია დიდ ქალაქებზე, მაგალითად, ხარკოვის დაცვის შესაძლებლობაზე”, - აღნიშნა შოლცმა მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, გადაწყვეტილება კიევისთვის გერმანული იარაღის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ საგულდაგულოდ იყო გააზრებული გერმანიის მეგობრებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობით.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ ნება დართო უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს. გერმანიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე მათი პოზიციის ცვლილება ხარკოვის ოლქში რუსული არმიის თავდასხმების მზარდი სიხშირითაა გამოწვეული. „უკრაინას უფლება აქვს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა.