ავტორი:

"შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ოთხი ათასამდე ჯარისკაცი დაიცავს" - მედია

"შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ოთხი ათასამდე ჯარისკაცი დაიცავს" - მედია

შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ოთხი ათასამდე ჯარისკაცი დაიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Swissinfo ავრცელებს.

5 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, შვეიცარიის შეიარაღებული ძალების ოთხი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე სამშვიდობო სამიტისთვის სხვადასხვა ამოცანებს შეასრულებს.

ასევე, ხელისუფლება საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამის ზომებს აძლიერებს.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გაიმართება. გუშინ, თეთრმა სახლმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ს სამიტზე ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი წარმოადგენენ.