ავტორი:

დღის ბოლომდე ამინდი გაუარესდება. - რას აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში

დღის ბოლომდე ამინდი გაუარესდება. - რას აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 4 ივნისს დღის ბოლომდე ამინდი გაუარესდება.

კერძოდ, 4 ივნისს დღის ბოლომდე შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტო საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებს