ავტორი:

ქანიე უესტს ყოფილი თანაშემწე სექსუალური შევიწროებისთვის უჩივის - რას ჰყვება ქალი რეპერის შესახებ

ქანიე უესტს ყოფილი თანაშემწე სექსუალური შევიწროებისთვის უჩივის - რას ჰყვება ქალი რეპერის შესახებ

რეპერ ქანიე უესტს ყოფილი თანაშემწე სექსუალური შევიწროებისა და სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნისთვის უჩივის.

Page Six-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ლორენ პიშოტამ რეპერთან მუშაობა 2021 წლის ივლისში დაიწყო. ამ პერიოდში უესტი თავისი მოდის ხაზის Yeezy-ს გამოსაშვებად ემზადებოდა.

ინფლუენსერს სამუშაოსთვის მან 1 მილიონი დოლარი შესთავაზა. პირობა კი ის იყო, რომ ლორენი კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში რეპერისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, რაზეც პიშოტა დათანხმდა.

პიშოტას თქმით, მას პლატფორმა Only Fans-დანაც ჰქონდა შემოსავალი ($1 მილიონი), თუმცა რეპერმა ანგარიშის გაუქმება მოსთხოვა და დაკარგული შემოსავლის კომპენსაციის მიზნით, სანაცვლოდ $2 მილიონი დოლარი შესთავაზა.

თუმცა, როგორც ქალი ირწმუნება, მისთვის შეპირებული თანხა აღარ გადაუხდიათ.

სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, 2022 წლის სექტემბრისთვის პიშოტა დააწინაურეს და 4 მილიონი შესთავაზეს. დაწინაურებიდან მალევე, ოთხი შვილის მამამ მას ვულგარული შეტყობინებების გაგზავნა დაუწყო. უხამს შეტყობინებებთან ერთად, ქანიემ ასევე სხვა ქალებთან ერთად გადაღებული ინტიმური ფოტო და ვიდეომასალაც გაუგზავნა.

თუმცა სულ რაღაც 1 თვეში, უესტმა პიშოტა სამსახურიდან გაათავისუფლა. კომპენსაციის სახით მას 3 მილიონი შესთავაზეს, თუმცა ეს თანხა დღემდე არ მიუღია.

პიშოტა ამტკიცებს, რომ ქანიემ ოფისში მოსასხამის გახდაც კი აიძულა, რადგან, მისი თქმით, "ზედმეტად ფარავდა მის სხეულს". ის ასევე ამტკიცებს, რომ უესტი ძალიან გაბრაზდა, როცა ქალმა პაემანსა და სექსზე უარი უთხრა. პიშოტა კონტრაქტის დარღვევისა და არაადამიანური სამუშაო გარემოსთვის კომპენსაციას ითხოვს.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა