ავტორი:

მაკდონალდს საქართველომ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანია დაიწყო, "გაუწოდე დახმარების ხელი" - კომპანია აუტიზმის ცენტრი "პირამიდას"  ბენეფიციარ ბავშვებს დაეხმარება

მაკდონალდს საქართველომ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანია დაიწყო, "გაუწოდე დახმარების ხელი" - კომპანია აუტიზმის ცენტრი "პირამიდას"  ბენეფიციარ ბავშვებს დაეხმარება

1 ივნისი ბავშვებისთის წელიწადის ყველაზე ჯადოსნური დღეა, ამასთან, ემოციურიც და მოლოდინებით სავსე. ამ დღის მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა ბრენდები თუ კომპანიები წინასწარ ემზადებიან და ცდილობენ პატარებს განსაკუთრებული განწყობა შეუქმნან. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მაკდონალდს საქართველო ყოველწლიურად განსაკუთრებულად ხვდება. წლევანდელი კომპანიამ თბილისის აუტიზმის ცენტრ „პირამიდას“ ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნა, ბავშვებს მათი საყვარელი ჰეფი მილითა და ფერადი ბუშტებით უმასპინძლა და ადგილზე სხვადასხვა გასართობი აქტივობა დაახვედრა.

ერთი მხიარული დღის გარდა, მაკდონალდს საქართველო წელს დახმარების ხელს სწორედ „პირამიდას“ გაუწვდის. ტრადიციული საქველმოქმედო კამპანია Mc Happy Day 1 ივნისიდან დაიწყო და წინა წლების მსგავსად, მიზნად დაისახა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი განათლების ხელშეწყობა. ვინაიდან აუტიზმის სპექტრის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვი, სოციალური უნარების გაუმჯობესება მთავარი გამოწვევაა, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, მაკდონალდს საქართველო გარე სივრცეში მოდელირებული კოტეჯების მშენებლობაზე გააკეთებს აქცენტს. მოდელირებული პატარა მაღაზია, ექიმის კაბინეტი, კაფე, სილამაზის სალონი და სხვა პუნქტები ბავშვებს სხვადასხვა სოციალური სიტუაციის მოდელირებასა და შესაბამისი უნარების შესწავლაში დაეხმარება. მსგავსი წარმოსახვითი სავარჯიშოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ავითარებს მათ კომუნიკაციის უნარებს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

მწვანე მიმართულება მაკდონალდს საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. მაკჰეფი დეის (Mc Happy Day) ფარგლებში, კომპანია „პირამიდას“ გამწვანების პროექტსაც დაუფინანსებს. ბავშვები მცენარეებს საკუთარი ხელით მოხატულ ქოთნებში ჩარგავენ. მსგავსი აქტივობები, გარემოზე ზრუნვასთან ერთად, ბავშვების მოტორული უნარების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

დამატებით, „პირამიდას“ფიზიკური თერაპიის ოთახში მაკდონალდსის ფლეილენდის სათამაშო აღჭურვილობა განთავსდება. საძრომიალო, კალათბურთის აღჭურვილობა და სხვა ინვენტარი პატარებს ფიზიკური უნარების განვითარებაში დაეხმარება.

„მაკდონალდს საქართველო“, როგორც სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია, რამდენიმე წელია უკვე მართავს McHappyDay-ის საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არა ერთ ორგანიზაციას და ასეულობით ბავშვს დავეხმარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების თანადგომა და მუდმივად ვცდილობთ მათ გაძლიერებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. წელს გადავწყვიტეთ კიდევ ერთ ბენეფიციარ ორგანიზაციას, „პირამიდას“ აღმოვუჩინოთ დახმარება. ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების ჩართულობით, შევქმნით მოდელირებულ სოციალურ გარემოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რათა გაიუმჯობესონ უნარები და მარტივად შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია. იქედან გამომდინარე, რომ მაკდონალდს საქართველოსთვის გამწვანება და გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ, მაკჰეფი დეის კამპანიის ფარგლებში, ცენტრს ასევე დავუფინანსებთ მცენარეების დარგვის პროექტსაც. მნიშვნელოვანია, რომ გარემოზე ზრუნვა ბავშვებმა პატარა ასაკიდანვე დაიწყონ. ამასთანავე, ჩვენ მათ ფლეილენდს გადავცემთ, იმისთვის რომ ბავშვებმა ფიზიკური უნარები გაიუმჯობესონ და შეძლონ ყოველდღიური თამაშით ერთამანეთისთვის ემოციების გაზიარება და მოგონებების შექმნა. მაკდონალდსისთვის თითოეული ბავშვი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. გვინდა მათ სახეზე ღიმილს მუდმივად ვხედავდეთ. ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან ეს ინიციატივები ძალიან გაახარებთ,“- აღნიშნავს ელენე ბაღათურია, „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

წლევანდელი საქველმოქმედო კამპანიის მთავარი გზავნილია “გაუწოდე დახმარების ხელი” და მასში მონაწილეობა ყველას შეეძლება. 1 თვის განმავლობაში, MC Happy Day-ის ვიზუალის სტიკერი სიმბოლურ ფასად, 1,5 ლარად გაიყიდება, შემოსული თანხა კი სრულად აუტიზმის ცენტრ „პირამიდას“ ბენეფიციარი ბავშვების განათლებასა და პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. გარდა ამისა, აპლიკაციიდან, ლოიალურობის პროგრამის საშუალებით, მაკდონალდსის ერთგულ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემა, 1000 ქულის სანაცვლოდ, მოახდინოს 1 ლარის ოდენობის დონაცია Mc Happy Day-ის კამპანიის ფარგლებში და დაეხმარონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს.

„ჩვენი ბენეფიციარები იღებენ საათობრივი თერაპიის სერვისს. ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ მშობლებს, რომ თერაპიის შემდეგ, ბავშვებმა მეტი დრო გაატარონ ეზოში, სადაც, ისინი შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, თავისუფალი დროის მიზანმიმართულად გატარებას. სამწუხაროდ, ხშირად მათ საჭიროებებსა და რესურსებზე არ არის მორგებული სათამაშო მოედნები. შესაბამისად, ამის ფონზე, კიდევ უფრო ღირებული ხდება სივრცე, რომელშიც ბავშვები შეძლებენ საკუთარი უნარების გამოყენებას გართობის მიზნით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ეზოში თემატური მცირე ზომის კოტეჯების გაკეთება, რომლებშიც შეიძლება იყოს მაგ: მაღაზიის, ექიმის კაბინეტის და სხვა თემატიკის სივრცეები. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა დახმარების ხელს გიწვდის ბიზნესი და ცდილობს პატარების სოციალური ყოფა კიდევ უფრო კომფორტული და მათზე მორგებული გახადოს. მადლობა მაკდონალდს საქართველოს ასეთი საინტერესო პროექტისთვის და მხარდაჭერისთვის,“ - ამბობს „პირამიდას“ ცენტრის დირექტორი სალომე გაბაძე.

მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას ეხმარება მომხმარებელთა აქტიური ჩართულობით. McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას. წლევანდელი კამპანია, რომლის მთავარი გზავნილია “გაუწოდე დახმარების ხელი”, ჰეშთეგით #McHappyDays გაიმართება. კომპანია სამომავლოდაც გააგრძელებს პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ბენეფიციარების დახმარებასა და მხარდაჭერას.

R