ავტორი:

Exadel Georgia - "BTU-ს AI Hackathon აქტუალურია თანამედროვე ტენდენციების ფონზე და ვუერთდებით, როგორც პარტნიორები"

Exadel Georgia - "BTU-ს AI Hackathon აქტუალურია თანამედროვე ტენდენციების ფონზე და ვუერთდებით, როგორც პარტნიორები"

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტუდენტური ჰაკათონი „ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში“ სტარტს იღებს.

15,000₾ საპრიზო ფონდით, ჰაკათონი აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ღიაა.

ჰაკათონის ერთ-ერთი პარტნიორის, ტექნოლოგიური კომპანიის Exadel Georgia-ს დირექტორის ზურაბ ავალიშვილის განმარტებით, პროექტის აქტუალობიდან გამომდინარე, სიამოვნებით უერთდებიან BTU-ს როგორც პარტნიორები.

„BTU საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით ის ყოველთვის ავანგარდშია. ამის დასტურია მორიგი პროექტიც - AI Hackathon 2024. გვესმის ამ პროექტის აქტუალობა თანამედროვე ტენდენციების ფონზე და სიამოვნებით ვუერთდებით როგორც პარტნიორები. Exadel, როგორც საერთაშორისო IT კომპანია, რომელიც 2800-ზე მეტ დეველოპერს ასაქმებს სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ 30+ ოფისში, უკვე 3+ წელია ქართულ ბაზარზეა და ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ განათლების საკითხს მივიჩნევთ. მოხარულნი ვართ, რომ წარმატებული და საიმედო პარტნიორობა გვაქვს, რისი დასტურიცაა ჩვენი მონაწილეობა BTU-ს ინიცირებულ პროექტებში: „500 ქალი ტექში“, Junior Tech, დასაქმების ფორუმები სტუდენტებისთვის და სხვა. ვფიქრობ, ქვეყანაში IT ინდუსტრიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების ხელშეწყობა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული ზრდისთვის. ყოველივე ეს აბსოლუტურად რეალურ საფუძველს ქმნის საქართველოს რეგიონულ IT ჰაბად ჩამოყალიბებაში. წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს, მეტი ახალი პროექტი და წარმატებები BTU-ს მომავალზე ორიენტირებულ საქმიანობაში“, - განაცხადა ზურაბ ავალიშვილმა.

ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსებს, ჩემპიონატებს და ღონისძიებებს გააერთიანებს და მასში ათასობით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას.

ჰაკათონზე რეგისტრაცია 10 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მონაწილეები ორ ეტაპს გაივლიან. მეორე ტურში გადასული გუნდები უშუალოდ დემო დღეზე, 25 ივნისს გააკეთებენ თავიანთი პროექტების პრეზენტაციას ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე. 25 ივნისს, დემო დღეზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი. საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • I ადგილი - 7000 ლარი;
  • II ადგილი - 5000 ლარი;
  • III ადგილი - 3000 ლარი.

გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ.

რეგისტრაციის მიმდინარეობს აღნიშნულ ბმულზე.

R