ავტორი:

რომელია მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მტვერსასრუტი, რომელიც მტვრის უმცირეს ნაწილაკებსაც ხედავს?

რომელია მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მტვერსასრუტი, რომელიც მტვრის უმცირეს ნაწილაკებსაც ხედავს?

ადამიანის ცხოვრების წესის აჩქარების პარალელურად სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, რომელიც ჩვენთვის დროის დაზოგვასა კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ გახდა პოპულარული რობოტი მტვერსასრუტი, რომელიც სახლში ფაქტობრივად, ერთი ადამიანის საქმეს ანაცვლებს.

თავისი ფუნქციონალებითა და გამძლეობით მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოთხოვნა „რობოროკის“ მაღალტექნოლოგიურ მტვერსასრუტებზეა, რომელიც სახლში მაქსიმალური ჰიგიენის მიღწევასა და მის დაცვაში გვეხმარება.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მონაცემების თანახმად, ფინანსური მაჩვენებლით „რობოროკი“ მსოფლიო მტვერსასრუტების ბაზარზე 1-ელ ადგილს იკავებს.

ბრენდი, რომელმაც „ჭკვიანი წმენდის“ ინოვაციური ტექნოლოგიები შექმნა ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: გერმანია, დანია, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, კორეა, თურქეთი და აშშ.

View this post on Instagram

A post shared by Roborock (@roborock)

რატომ არის „რობოროკი“ ნომერ პირველი ტექნოლოგია რობოტ მტვერსასრუტებში?

ჭკვიანი წმენდის ტექნოლოგია, რომელიც „რობოროკმა“ შემოგვთავაზა, საშუალებას გვაძლევს, უბრალოდ ჩავრთოთ მტვერსასრუტი და დავივიწყოთ მისი არსებობა, რადგან წმენდს მიუდგომელ ადგილებსაც, არ სჭირდება იატაკიდან სათამაშოების მორიდება, რადგან წინაღობებს თავად უმკლავდება, იდეალურად ხედავს და იღებს ზედაპირებიდან ცხოველის ბეწვს და მტვრის უხილავ ნაწილაკებსაც, რაც განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვის პატრონებისთვის არის გამოწვევა.

„რობოროკის“ ყველა მოდელი აღჭურვილია როგორც მშრალი, ასევე სველი წმენდის ფუნქციებით, თუმცა განსხვავდება გარკვეული მახასიათებლებით. შესაბამისად, შეგვიძლია, ჩვენს საჭიროებებზე მორგებული მოდელი შევარჩიოთ:

  • Roborock S6-ში მეხსიერების სამი ბარათი სახლის ოთახებად დაყოფას და ზუსტ ნავიგაციას უზრუნველყოფს. ამასთან, დაბალი ხმა და წმენდის სწრაფი რეჟიმი დამატებით კომფორტს ქმნის;
  • Roborock E4-ის დამატებითი უპირატესობა ელემენტის გამძლეობაა;
  • უდიდესი პოპულარობით სარგებლობს Roborock S6 MaxV-ს მოდელი, რომელსაც მტვერსასრუტების „ტესლასაც“ უწოდებენ. ის აღჭურვილია ორმაგი კამერით, რომლითაც ზედაპირზე უმცირესი დეტალების შემჩნევა ხდება შესაძლებელი. გარდა ამისა, ის აღიქვამს იატაკზე არსებულ დამტენის კაბელებსა და სხვა ნივთებს, რის გამოც ერთ-ერთ ყველაზე „ჭკვიან“ მტვერსასრუტად მიიჩნევა.

„რობოროკის“ რობოტი მტვერსასრუტის დისტანციურად მართვა სმარტფონის მეშვეობით შეგვიძლია.

„რობოროკის“ მტვერსასრუტები ხელმისაწვდომია როგორც „შაომისა“ და „მისთორის“ მაღაზიებში, ისე ონლაინ ვებგვერდებზე:

R