ავტორი:

"მამაკაცი ამწის კიდეზე იდგა და დახმარებას ითხოვს... საშინელი სანახაობა იყო" - ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანება ლონდონში: კადრები ადგილიდან

"მამაკაცი ამწის კიდეზე იდგა და დახმარებას ითხოვს... საშინელი სანახაობა იყო" - ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანება ლონდონში: კადრები ადგილიდან

აღმოსავლეთ ლონდონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი იყო. ადგილზე დაახლოებით 70 მეხანძრე და ათი სახანძრო მანქანაა მობილიზდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო მაღაზიები და რესტორნები დაიხურა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დილის 8:30 საათზე, პირველ სართულზე გაჩნდა და მთელ შენობას მოედო.

„ხანძარმა წარმოქმნა კვამლი, შედეგად, ტერიტორიიდან ხალხის გაყვანა გახდა საჭირო. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ფანჯრები და კარები დახურონ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება",- ნათქვამია სამაშველო სამსახურის განცხადებაში.

მეხანძრე-მაშველებმა 1 ადამიანის გადასარჩენად 13,5 მეტრიანი კიბე გამოიყენეს. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ამწის კიდეზე დგას და დახმარებას ითხოვს. ვიდეომ უამრავი ადამიანი აღაშფოთა.

"საშინელი სანახაობა იყო. ეს უბანი საკმაოდ უსაფრთხოა. ასეთი შემთხვევა ნებისმიერ ადგილას შეიძლება მომხდარიყო. თუნდაც, ცენტრალურ ლონდონში ან პარლამენტის შენობაში. დაზღვეული არავინაა. პოლიცია და სახანძრო მალე მოვიდა. ზოგ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, (მათ შორის მამაკაცს, რომელიც ამწიდან დახმარებას ითხოვდა) ზოგი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს" - განაცხადა ადგილობრივმა მამაკაცმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

წყარო