ავტორი:

მკვლელობა 19 ტყვიით: ახალი პრეზიდენტის არჩევიდან რამდენიმე საათში მექსიკაში ქალაქის მერი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

მკვლელობა 19 ტყვიით: ახალი პრეზიდენტის არჩევიდან რამდენიმე საათში მექსიკაში ქალაქის მერი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

მექსიკაში ქალაქ კოტიას მერი იოლანდა სანჩესი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც კლაუდია შეინბაუმი პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს. იოლანდა სანჩესს ქალაქის ცენტრში ჩაუსაფრდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას 19-ჯერ ესროლეს.

  • სანჩესი თავდასხმის შემდეგ მალევე საავადმყოფოში გარდაიცვალა. სროლის დროს ასევე დაიღუპა მისი დაცვის წევრიც.

მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. არსებობს ეჭვი, რომ თავდასხმის უკან ერთ-ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დგას.

იოლანდა სანჩესი 2021 წლის სექტემბერში ქალაქ კოტიას პირველი ქალი მერი გახდა. თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, იოლანდამ ისაუბრა, რომ მას ემუქრებოდნენ.

  • 2023 წელს ის სამი დღის განმავლობაში შეიარაღებულმა ადამიანებმა გაიტაცეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს. მაშინ ქალმა თქვა, რომ გამტაცებლები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სანჩესმა თქვა, რომ არ იცოდა რომელ კრიმინალურ ჯგუფს ეკუთვნოდნენ გამტაცებლები, ადგილობრივი გაზეთები წერდნენ, რომ სავარაუდოდ ისინი იყვნენ Jalisco New Generation (CJNG) კარტელის წევრები.

CJNG ჩართულია ნარკოტიკებით ვაჭრობასა და გამოსასყიდის მიზნით ადამიანების გატაცების საქმეში. კარტელის წევრები ასევე თავს ესხმიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც უარს ამბობენ მათი ბრძანებების შესრულებაზე.

იოლანდა სანჩესმა გატაცების შემდეგ განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც მას თანამდებობის დაკავების შემდეგ ემუქრებოდნენ, მოითხოვდნენ, რომ ქალაქის დაცვა გადაეცა სახელმწიფო პოლიციის თანამშრომლებისთვის, რომლებიც კავშირში არიან ორგანიზებული დანაშაულებრივ ჯგუფებთან.

ქალმა მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვა და სამხედროებს სთხოვა ქალაქის გამაგრება. მომხდარის შემდეგ მერს შეიარაღებული დაცვის თანამშრომლები დაუნიშნეს.

  • წინა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს ხშირად ისმოდა დანაშაულთან ბრძოლის ლოზუნგები. იმავდროულად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრი მექსიკელი პოლიტიკოსი თავად გახდა მკვლელების მსხვერპლი.

29 მაისს ალფრედო კაბრერა, რომელიც ქალაქ კოიუკა დე ბენიტესის მერობისთვის იბრძოდა, კამპანიის დროს ერთ-ერთ აქციაზე მოკლეს.

უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია Integralia-ს ცნობით, ეს იყო კანდიდატის 36-ე მკვლელობა 2024 წლის კამპანიაში. ეს სამი წლის წინანდელი შუალედური არჩევნების რეკორდის გამეორებაა.

წყარო: bbc

წაიკითხეთ ასევე: