ავტორი:

"ქართული ოცნება” ომის დამნაშავე პუტინს და სხვა ავტოკრატებს ეხუტება" - რა თქვეს კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე დასავლელმა პოლიტიკოსებმა? ძირითადი აქცენტები

"ქართული ოცნება” ომის დამნაშავე პუტინს და სხვა ავტოკრატებს ეხუტება" - რა თქვეს კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე დასავლელმა პოლიტიკოსებმა? ძირითადი აქცენტები

კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც დასავლელმა პოლიტიკოსებმა ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო ქართველი ხალხისთვის მიცემული დანაპირების შესასრულებლად.

"ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ, MEGOBARI Act სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას.

  • "ქართული ოცნება” ომის დამნაშავე პუტინს და სხვა ავტოკრატებს ეხუტება, პუტინის მიერ მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის, არალეგალურად დაპყრობისა და გრძელი და სასტიკი საბჭოური კოლონიალური დამორჩილებისა და აგრესიის ისტორიის მიუხედავად.

მმართველმა პარტიამ საერთო მიზანი იპოვა ომის დამნაშავე პუტინთან, რომელსაც ძალიან გაუხარდა "ქართული ოცნების” შეთქმულების თეორიებით სავსე ანტიდასავლური გადახვევისთვის მოეწერა ხელი.

რუსეთის დაზვერვის აგენტები საქართველოში დაუსჯელად ოპერირებენ. საქართველოს უშიშროების სამსახურები მოსახლეობის წინააღმდეგ მიიმართა, მაშინ როდესაც საქართველოს სუვერენიტეტი რუსეთის იმპერიას გადაეცა იაფფასიანი ძალაუფლებისა და მატერიალური მოგების სანაცვლოდ.

"ქართული ოცნება” ასევე აფართოებს კავშირებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. სწრაფად გადასცემს მათ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას ჩინეთის არმიასთან დაკავშირებულ კომპანიებს, რაც ამ დიქტატორული მოხვევის კიდევ ერთი ასპექტია.

აშშ-მა საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალზე ეს თავდასხმა უპასუხოდ არ უნდა დატოვოს. სწორედ ამიტომ, მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას ვიზის აკრძალვების შესახებ ყველა პირისთვის, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას.

თუმცა, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ. მიხარია MEGOBARI Act-ის ჩემს კოლეგებთან და საქართველოს მეგობრებთან ერთად გამოცხადება…

ეს კანონმდებლობა სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებსა და სახელმძღვანელოებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩართულნი არიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიულ ზომებში. ის ასევე შექმნის ანგარიშს, რომელშიც ხაზი გაესმება საქართველოში არსებული მავნე რუსული და ჩინური გავლენების დონეს, და იმას, ეს გავლენები მჭიდროდ როგორ გადაიჯაჭვა საქართველოს საკვანძო პირებთან. ის ასევე მოსთხოვს აშშ-ის ადმინისტრაციას სწრაფად შექმნას წინასაარჩევნო ოპერატიული ჯგუფი საქართველოში, რომელიც სასწრაფოდ იმუშავებს, რათა საქართველოს ოქტომბრის არჩევნებამდე დემოკრატიული გარემოს შენარჩუნებაში დაეხმაროს.

დამატებით, MEGOBARI Act ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების უფრო ცოცხალ და პოზიტიურ ჩარჩოს. სწორედ ამიტომ, კანონპროექტი მოითხოვს გაფართოებულ სავაჭრო კავშირებს, ადამიანებს შორის უფრო გამარტივებულ კონტაქტებს და დახმარების პაკეტებს ეკონომიკასა და უსაფრთხოების სფეროებში მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა მისი ხალხის დიდი ხნის წინ გაკეთებულ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს დაუბრუნდება“, - განაცხადა უილსონმა.

  • საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებით, ურთიერთობები უარესისკენ წავა თუ "ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს.

„ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ” უფრო პრორუსული და ანტი-დემოკრატიული კურსი აირჩია. ცოტა ხნის წინ მიღებულმა კანონმა საქართველო შეიძლება „გადასახადების თავშესაფრად” აქციოს „შავი ფულისთვის“. „უცხოური აგენტების კანონმა”, რომელიც რეპრესიულ რუსული კანონზე დაყრდნობით შეიქმნა, დამოუკიდებლობის შემდეგ უდიდესი საჯარო პროტესტი გამოიწვია. „ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს კანონი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. „გერმანიის მარშალის ფონდის” მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიში პოლიტიკურ ძალადობას წინასწარმეტყველებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. თითქოს სამი ათწლეული წლის განმავლობაში ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა აშშ-საქართველოს ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენდა, ახლა, პერსპექტივები ქრება.

აშშ-მა უფრო მკაცრი სავიზო პოლიტიკა გამოაცხადა მათთვის, ვინც სამოქალაქო საზოგადოებას ახშობს. ურთიერთობები უარესისკენ წავა თუ “ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს. როგორც რუსეთში, მთავრობამ შეიძლება წვდომა აუკრძალოს დამოუკიდებელ საარჩევნო დამკვირვებლებს, აკრძალოს რეკლამა და [არჩევნებზე] კანდიდატები არ დაუშვას. “ქართულმა ოცნებამ” რუსეთს სხვა გზითაც შეიძლება მიბაძოს - მან შეიძლება აკრძალოს ორგანიზაციები, რომლებსაც “არასასურველად” მიიჩნევს. ივანიშვილი იმუქრება, რომ სააკაშვილის პარტია “მკაცრად დაისჯება ყველა მათი დანაშაულისთვის”. ეს საჩვენებელ პროცესებზე მიანიშნებს. მიზნობრივმა სანქციებმა შესაძლოა საფასური გაზარდოს ივანიშვილისთვის და “ქართული ოცნებისთვის” სამომავლო რეპრესიული ზომებისთვის. აშშ-მა შესაძლოა მეტი პიროვნება განსაზღვროს როგორც “სპეციალურად განსაზღვრული პირი” (Specially designated national), დაბლოკოს მათი აქტივები და ამერიკელებს მათთან საქმის წარმოება აუკრძალოს. კოორდინირებული ამერიკული და ევროპული ზომები საუკეთესოა. ევროკავშირის ბერკეტი განსაკუთრებულია. გერმანია ამბობს, რომ ევროკავშირი არ დაიწყებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მანამ, სანამ “უცხოური აგენტების” კანონი ძალაშია”, - განაცხადა კორტნიმ.

  • კონგრესმენ სტივ კოენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი არ არის, ის არის ადამიანი, რომელსაც "შოუ მიჰყავს"

"ბატონ ივანიშვილს უკვე 12 წელია, რაც ხელისუფლება უკავია. მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი არ არის, ის არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს. არ მიყვარს ადამიანების გარეგნობით განსჯა, მაგრამ როდესაც ის პირველად დავინახე, ვიფიქრე: “ეს ოცნება არ არის”. ის კორპორატიული ბიზნეს ადამიანივით გამოიყურებოდა, ავტოკრატიული ტიპის, ძალაუფლების მოყვარული ადამიანივით, რომელსაც ყველაფრის მართვა სურს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნა თავისი მიზნებისა და ინტერესების გაფართოების საშუალებად მიაჩნია… და ვფიქრობ, მან ეს დაადასტურა, ამიტომ ეს პირველი შთაბეჭდილება სწორი იყო.

ბატონი სააკაშვილი ახლა ციხეშია, უკვე საკმაო ხანია. მას საკმაოდ საშინლად ეპყრობიან. პოლიტიკური პატიმრების თაობაზე ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ვარ, ამიტომ შეშფოთებული ვარ ბატონ სააკაშვილზე, რომელიც პოლიტიკური პატიმარია. ის ცუდ მდგომარეობაში იყო და მისი სიცოცხლე შესაძლოა საფრთხის ქვეშ იყოს…

ქვეყანა, რომელიც თავისი არასამთავრობო ორგანიზაციების დაჩაგვრას ცდილობს, დემოკრატიული არ არის, ეს დასავლური ღირებულებები არ არის. და საქართველოს, როგორც ვიცით, ევროკავშირში შესვლა სურს, ეს კარგი იქნება მათთვის ეკონომიკურად. ვფიქრობ, მათ ნატო-ში ყოფნა სურთ, არ ვიცი. მაგრამ ისინი ისე ახლოს არიან რუსეთთან. სამხრეთ ოსეთიდან უნდა ესწავლათ, რომ რუსეთი მათი მეგობარი არ არის”, - განაცხადა კოენმა.