ავტორი:

"ახალგაზრდა კაცი გამომელაპარაკა, რეჟისორი ვარ და ფილმში პერსონაჟად მინდიხარო. ავტობუსიდან ჩამოვყევი და..." - რა ამბავს იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ახალგაზრდა კაცი გამომელაპარაკა, რეჟისორი ვარ და ფილმში პერსონაჟად მინდიხარო. ავტობუსიდან ჩამოვყევი და..." - რა ამბავს იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წლების წინ გადახდენილ ამბავს იხსენებს, როდესაც ერთ დღეს უცნობ მამაკაცს ავტობუსიდან ჩამოჰყვა და სტუდიაში ფოტოების გადასაღებად გაჰყვა. როდესაც ფოტოები სახლში მიიტანა, მსახიობობაზე ოცნება დედის კივილმა შეაწყვეტინა...

  • თამარ ჩერგოლეიშვილი:

- რადგან აბიტურიენტობის წლები გავიხსენე, ერთი სასაცილო ამბავიც გამახსენდა. ავტობუსში ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამომელაპარაკა რამდენჯერმე. რეჟისორი ვარ და ფილმში პერსონაჟად მინდიხარო. მომეჩვენა, რომ პატიოსანი კაცი იყო, ავტობუსიდან ჩამოვყევი და კინოსტუდიაში შევყევი, უკან რაღაც ბარაკებივით იყო და ფოტოსესია იქ მქონდა.

სესიის დროსაც ძალიან დელიკატურად იქცეოდა. რამდენიმე დღეში მივათრიე სახლში ჩემი ლამაზი ფოტოები და მოვყევი ამბავი - არ ვიცი, ფილმის დრო თუ მექნება, რადგან უნისთვის ვემზადები მეთქი... ძალიან საქმიანად. ჩემი საქმიანი საუბარი შემაწყვეტინა დედაჩემის კივილმა! კიოდა ფსიქოპატებზე, მანიაკებზე, მეგონა გაფატრულს მხედავს ...

აღარ გაბედოოოოო... ნუ კაი, ისედაც არ ვიყავი ჩამოყალიბებული, რომ ფილმში თამაში მინდოდა, კი არა ცეკვისთვის არ მრჩებოდა დრო, არადა ძალიან მიყვარდა და აღარ ვაყვირე დედაჩემი (ჩემს ცოლს ნუ აბრაზებო, მამაჩემიც მომადგა). ჰოდა გავიდა დრო, და დედაჩემის მიერ ფსიქოპატად შერაცხილი კაცი გიორგი ოვაშვილი აღმოჩნდა, ხშირად ვახსენებ ხოლმე ახლა, იმ ფოტოებს რომ ესიყვარულება.