ავტორი:

მსახიობ ზურა ბერიკაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება - რა ინფორმაციას ავრცელებს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი

მსახიობ ზურა ბერიკაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება - რა ინფორმაციას ავრცელებს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი

მსახიობ ზურა ბერიკაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი აქვეყნებს.

როგორც რეჟისორი აღნიშნავს, ბერიკაშვილისთვის ესაჭიროებათ ნებისმიერი ჯგუფის სისხლი.

"მეგობრებო, სასწრაფოდ გვესაჭიროება სისხლი ნებისმიერი ჯგუფის ზურიკო ბერიკაშვილისთვის. ვისაც შეგიძლიათ სისხლის გაღება, გთხოვთ მიაკითხოთ ქავთარაძეზე ლეჩკომბინატის სისხლის ბანკს", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მსახიობ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. ამის შესახებ აუდიტორიას სოციალური ქსელის საშუალებით მსახიობის დამ, მანანა ბერიკაშვილმა აცნობა.