ავტორი:

ანტონიო კონტე "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი გახდა

ანტონიო კონტე "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი გახდა

2-წლიანი პაუზის შემდეგ ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, კონტემ "პარტენოპეისთან" 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ამის შესახებ "ნაპოლი" ოფიციალურ ინფორმაციას სულ მალე გაავრცელებს.

შეგახსენებთ, კონტე ბოლოს "ტოტენჰემს" წვრთნიდა, საიდანაც სეზონის შუაში არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს.

კონტე სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა, ანტონიო ხელფასის სახით სეზონში 8-დან 9 მილიონ ევრომდე (ბონუსების ჩათვლით) გამოიმუშავებს. sportall.ge