ავტორი:

პუტინის პარანოია - "ის ჯავშანჟილეტით დადის და მუდმივ შიშში ცხოვრობს": რას ჰყვება რუსეთის პრეზიდენტის დაცვის ყოფილი თანამშრომელი

პუტინის პარანოია - "ის ჯავშანჟილეტით დადის და მუდმივ შიშში ცხოვრობს": რას ჰყვება რუსეთის პრეზიდენტის დაცვის ყოფილი თანამშრომელი

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საჯარო გამოსვლებისას რეგულარულად აცვია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი. "ქვეყნის სპეცსამსახურებმა ვლადიმერ პუტინის გარშემო უპრეცედენტო ხარისხით გააძლიერეს ისედაც უკვე მკაცრი უსაფრთხოების ზომები ", - წერს The Moscow Times.

კრემლი აშკარად შიშობს, რომ ქვეყნის მმართველი შესაძლოა, მკვლელობის მცდელობის წინაშე აღმოჩნდეს, რაც სავარაუდოდ უკრაინაში ომს ან ისლამურ ტერორისტულ დაჯგუფებებს უნდა უკავშირდებოდეს.

წყარო, რომელიც The Moscow Times-ს ესაუბრა, ამბობს: "კრემლი ძალიან სერიოზულად ეკიდება ვლადიმერ პუტინის უსაფრთხოებას. მას ხილული და უხილავი მცველების მთელი არმია იცავს". მისი ცნობით, 71 წლის ტირანი ღონისძიებებზე "მინიმუმ 2023 წლიდან" ჯავშანჟილეტს ატარებს.

ანალიტიკოსების თქმით, პუტინს პალტოს ქვეშ ჯავშანჟილეტი ეცვა 9 მაისს წითელ მოედანზე გამოსვლისასაც, როცა ის ყოველწლიურ სამხედრო აღლუმს ხელმძღვანელობდა. "მთავარსარდალს აღლუმზე აშკარად ეცვა ჯავშანი და ვფიქრობ, რომ ასეთი სიფრთხილე, აუცილებელია. ფრთხილ ადამიანებს ღმერთი იცავს",- განაცხადა გამოცემასთან ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

პუტინის ზოგიერთ მცველს პორტატული ჯავშანი უკავია, რომელიც გარეგნულად პორტფელს არის მიმსგავსებული

როგორც პუტინის დაცვის ყოფილი თანამშრომელი ვიტალი ბრიჟატი ამბობს, "მეთაური მუდმივ შიშში ცხოვრობს და საკუთარ დაქირავებულ პერსონალს არ ენდობა". ვიტალი, რომელიც ახლა ეკვადორში ცხოვრობს, ჰყვება, რომ როცა პუტინი სასახლეში იმყოფება, ხშირად ამის შესახებ მისმა პერსონალმაც კი არ იცის: "ის საკუთარ ხალხსაც კი არ ენდობა, მხოლოდ ახლო ადამიანების რჩეულ წრეს. თუ პუტინი რაიმე ადგილას წასვლას გეგმავს, ამ ადგილს ჯერ მისი ხალხი ამოწმებს, ხოლო მათ, ვინც მის სიახლოვეს არიან, 3-კვირიან კარანტინში გზავნიან. ეს ყოველთვის ასე იყო და დღემდე ასე ხდება",- ამბობს ბრიჟატი.

ვიტალი ბრიჟატის თქმით, ხშირად მისი თანამშრომლები პუტინის მგზავრობის საშუალებების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად, შეიძლება კონკრეტული აეროპორტი დაასახელონ, მაგრამ რეალურად პუტინი ზღვით გაემგზავროს : "ასე უფრთხილდება ის თავის სიცოცხლეს",- დასძენს ბრიჟატი.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა