ავტორი:

"ქართული ოცნებისთვის“ მეხის გავარდნამდე ცოტა დროა დარჩენილი" - გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნებისთვის“ მეხის გავარდნამდე ცოტა დროა დარჩენილი" - გია ხუხაშვილი

საქართველოს საკითხზე აშშ-ს კონგრესში გამართული მოსმენის შედეგებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ „აშშ დაიწყებს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას“.

ამის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა - „ჩვენ საქართველოსთან მიმართებაში გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკა. ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები, აქ შევჩერდები. თუმცა, ცხადად ვთქვით, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ“.

ამის შემდეგ, აშშ-ს კონგრესში საქართველოს საკითხის მოსმენა დაანონსდა. მოსმენა შედგა. მოსმენა ორპარტიული მხარდაჭერით გაიმართა. აღსანიშნავია ის, რომ მოსმენის ერთ-ერთი ორგანიზატორი ტრამპის „რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენელი გახლდათ. არადა, სულ ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აქტიურად გულშემატკივრობდნენ ჯო ბაიდენის კონკურენტ დონალდ ტრამპს.

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კონგრესში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენაზე?

- კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენი პარტნიორები, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მხედველობაში მაქვს უკრაინა-რუსეთის ომი, ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-პალესტინის ომი, ევროპელებიც და ამერიკელებიც ჩვენთვის იცლიან. თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ს კონგრესში გაიმართა მოსმენა საქართველოს საკითხზე, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კონკრეტულ განხილვას, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ქართული მხრიდან სპიკერები საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებული. მესმის, რომ ქართულ საზოგადოებას გარკვეული უკმარისობის გრძნობა გაუჩნდა იმის გამო, რომ მათი გამოსვლა უფრო მწვავე არ იყო. მაგრამ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი ისეთ ტრიბუნაზე გამოდიოდნენ, რომ იქ გადამლაშება არ შეიძლება, უნდა შეინარჩუნო გარკვეული სტანდარტი.

კმაყოფილი ვარ იმით, რომ ქართული მხრიდან სპიკერები საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებული. მესმის, რომ ქართულ საზოგადოებას გარკვეული უკმარისობის გრძნობა გაუჩნდა იმის გამო, რომ მათი გამოსვლა უფრო მწვავე არ იყო. მაგრამ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი ისეთ ტრიბუნაზე გამოდიოდნენ, რომ იქ გადამლაშება არ შეიძლება, უნდა შეინარჩუნო გარკვეული სტანდარტი, მათ რომ უფრო მწვავედ ესაუბრათ, მხოლოდ უკუშედეგს მოიტანდა. ასე რომ, მათი გამოსვლების ტონი იყო აბსოლუტურად სწორი და კარგი. ასე რომ, მე მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ კონგრესში გამართული მოსმენებით. აბსურდამდეა დასული „ქართული ოცნების“ კომენტარები. ვგულისხმობ იმას, რომ თურმე ის, რომ ხელისუფლების განუკითხაობაზე საერთაშორისო ტრიბუნაზე ისაუბრებ, ყოფილა ღალატი.

თურმე ხელისუფლებას უფლება აქვს ბავშვებს ცემა-ტყეპა აუტეხოს, სახლებში შეუვარდეს, შეაშინოს, აგინოს ტელეფონზე, თურმე ამის უფლება აქვს და შენ ამაზე საუბრის უფლება არა გაქვს, რადგან „ქვეყნის ჩამშვები გამოდიხარ“. ამას ლაპარაკობს მხდალი ხელისუფლება, რომელიც სპეცრაზმსაა ამოფარებული.

აბსურდამდეა დასული „ქართული ოცნების“ კომენტარები. ვგულისხმობ იმას, რომ თურმე ის, რომ ხელისუფლების განუკითხაობაზე საერთაშორისო ტრიბუნაზე ისაუბრებ, ყოფილა ღალატი სამწუხაროდ, ასეთ უტიფრობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ უკვე აღარავის უკვირს ხელისუფლების ასეთი დაბალი ბუნება.

- კონგრესში გამართულ მოსმენაზე საკმაოდ კრიტიკული გამოსვლები ჰქონდათ ამერიკელ კონგრესმენებს...

- სხვათა შორის, ევროპულისგან განსხვავებით, ამერიკული სისტემა ძალიან მობილური და ძალიან სწრაფ მოქმედებებზეა ორიენტირებული. ასე რომ, „ქართული ოცნებისთვის“ მეხის გავარდნამდე ცოტა დროა დარჩენილი.

რას ნიშნავს ამერიკის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ კონკრეტული ღონისძიებების მიღება, ამას ძალიან მტკივნეულად იგრძნობენ კონკრეტული ადამიანები. სამწუხაროდ, ეს ქვეყანასაც დააზიანებს. ინდივიდებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორს ინტერესის მთლიანად გაყოფა ძალიან ძნელია.

თუმცა, მაქსიმალური მცდელობა იქნება, რომ ეს ყველაფერი წერტილოვან ხასიათს ატარებდეს.განაგრძეთ კითხვა