ავტორი:

ჯოჯოხეთური 2 წელი რუსეთის ტყვეობაში: "ის სამოქალაქო პირია და არასდროს უბრძოლია" - ვრცელდება რომან გორილიკის შოკისმომგვრელი ფოტოები

ჯოჯოხეთური 2 წელი რუსეთის ტყვეობაში: "ის სამოქალაქო პირია და არასდროს უბრძოლია" - ვრცელდება რომან გორილიკის შოკისმომგვრელი ფოტოები

პროექტმა “მინდა სიცოცხლე“, გამოაქვეყნა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მცველის რომან გორილიკის ფოტოები, რომელიც აგრესორმა რუსეთმა 2-წლიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა.

რუსმა სამხედროებმა გორილიკი 2022 წელს, კიევზე თავდასხმის მცდელობისას გაიტაცეს. ის და კიდევ 74 პატიმარი უკრაინაში მიმდინარე წლის 31 მაისს სამხედრო ტყვეების გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებების შედეგად დაბრუნდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომან გორილიკს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

ის 2022 წლის მარტამდე, ვიდრე ტყვედ აიყვანდნენ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაცვის უფროსის პოსტს იკავებდა. რომანთან ერთად, 2 წლის წინ რუსმა სამხედროებმა მძევლად კიდევ 168 ეროვნული გვარდიელი აიყვანეს და ქვეყნიდან ბელორუსის გავლით გაიყვანეს. მათგან 89 დღემდე ტყვეობაში რჩება.

“უკრაინელი სამხედრო ტყვეების მდგომარეობა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებთან - ნაცისტების სიკვდილის ბანაკებთან ასოცირდება", - წერს პროექტი “სიცოცხლე მინდა“.

2024 წლის 31 მაისს უკრაინამ რუსეთთან ტყვეები გაცვალა. შედეგად, სამშობლოში 71 სამხედრო და 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა.

გათავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები. მათ შორის კუნძულ ზმეინის, მარიუპოლის, "აზოვსტალის" დამცველები.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა