ავტორი:

სად იყო მელანია ტრამპი მეუღლის ისტორიული პროცესების დროს - ყოფილი პირველი ლედი თვეების შემდეგ პირველად დააფიქსირეს, შვილთან ერთად (ფოტოები)

სად იყო მელანია ტრამპი მეუღლის ისტორიული პროცესების დროს - ყოფილი პირველი ლედი თვეების შემდეგ პირველად დააფიქსირეს, შვილთან ერთად (ფოტოები)

დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის შემდეგ, მელანია ტრამპი პაპარაცებმა პირველად დააფიქსირეს - ყოფილი პირველი ლედი ვაჟთან, ბარონთან ერთად "ტრამპ თაუერთან" შენიშნეს. ყავისფერ კომბინეზონში გამოწყობილი მელანია შესანიშნავად გამოიყურებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეუღლის სასამართლო პროცესის დროს, მელანია დროს სწორედ ტრამპ ტაუერში ატარებდა და საზოგადოებაში გამოჩენას ერიდებოდა. ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესები მელანიასა და ბარონზე ძალიან ცუდად მოქმედებდა.

"ვფიქრობ, ეს ყველაფერი მათზე უფრო ცუდად აისახა, ვიდრე - ჩემზე" - თქვა ექსპრეზიდენტმა.

ცნობილია, რომ 17 მაისს, ბარონ ტრამპმა ოქსბრიჯის აკადემია დაამთავრა. გამოშვების ცერემონიას მისი მშობლებიც ესწრებოდნენ. "გარეგნულად ძალიან მაღალია, გარდა ამისა, კარგი სტუდენტი და ჭკვიანი ბიჭია" - განაცხადა ტრამპმა Fox & Friends Weekend”-თან საუბრისას.

წყარო