ავტორი:

"ზღვარს გადასცდა ჭორები ჩემს პირად ცხოვრებაზე, ხდება ჩემი შრომის გაუფასურებაც... ჩემი სახლი უდიდესი შრომისა და სოლიდური საკრედიტო ისტორიის დამსახურებაა" - რატი დურგლიშვილი

"ზღვარს გადასცდა ჭორები ჩემს პირად ცხოვრებაზე, ხდება ჩემი შრომის გაუფასურებაც... ჩემი სახლი უდიდესი შრომისა და სოლიდური საკრედიტო ისტორიის დამსახურებაა" - რატი დურგლიშვილი

მომღერალი რატი დურგლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო დროს მის წინააღმდეგ უამრავი ჭორი გავრცელდა და თუ ასე გაგრძელდა, აპირებს, რომ კონსტიტუციით დაიცვას პირადი ღირსების ხელშეუხებლობა.

  • როგორც მომღერალი წერს, ჭორები როგორც მის პირად ცხოვრებას, ასევე მის საქმიანობას ეხება.

"მივესალმები ჩემს მსმენელს სიყვარულით და პატივისცემით. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პირველად და ამავდროულად ბოლოჯერ, ჩემს წინააღმდეგ გავრცელებულ ჭორებს.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული იმუნიტეტი მაქვს ყველანაირი სახის ჭორზე ამჯერად, ზღვარს გადასცდა ეს კამპანია, რადგან არამარტო ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, არამედ ასეთი სახის ჭორებით ხდება ჩემი შრომის, საქმიანობის გაუფასურება, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ასე თუ გაგრძელდა, ვფიქრობ მომიწევს კონსტიტუციით დაცული პირადი ღირსების ხელშეუხებლობის დაცვაზე და ცილისწამებაზე სასამართლოსადმი მიმართვა.

პ.ს. რაც შეეხება ჩემს კერძო სახლს, ის მხოლოდ ჩემი უდიდესი ფიზიკური შრომისა და საკმაოდ სოლიდური საკრედიტო ისტორიის დამსახურებაა" - წერს დურგლიშვილი.