ავტორი:

ტრაგედია ჩეხეთში: სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა ათობით ადამიანი

ტრაგედია ჩეხეთში: სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა ათობით ადამიანი

ჩეხეთის რესპუბლიკაში სამგზავრო მატარებლის ავარიას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

  • რეგიონის გუბერნატორმა მარტინ ნეტოლიცკიმ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ და ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

"ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა, ათეულმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, - აცხადებს გუბერნატორი.

გავრცელებული ინფორმაციით, სარკინიგზო კომპანია Regiojet-ის მატარებელზე, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში მიემგზავრებოდა, 200-300 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა ქალაქ პარდუბიცესთან ახლოს, პრაღიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მოხდა.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.