ავტორი:

ამაზონის ერთ-ერთ ტომი ინტერნეტთან წვდომის შემდეგ, ზრდასრულების ვიდეოებზე დამოკიდებულები გახდა - "ახალგაზრდებს შესაძლოა მოუნდეთ, რასაც ვიდეოში ხედავენ, თვითონაც სცადონ"

ამაზონის ერთ-ერთ ტომი ინტერნეტთან წვდომის შემდეგ, ზრდასრულების ვიდეოებზე დამოკიდებულები გახდა - "ახალგაზრდებს შესაძლოა მოუნდეთ, რასაც ვიდეოში ხედავენ, თვითონაც სცადონ"

ამაზონის განმარტოებულად მცხოვრები მარუბოს ტომი, რომელიც ილონ მასკის "სტარლინკის" წყალობით ინტერნეტს ახლახან დაუკავშირდა, სოციალურ მედიასა და ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილ კონტენტზეა დამოკიდებული.

ბრაზილიის მარუბოს ტომი, რომელიც დაახლოებით 2 000 ადამიანისგან შედგება, Starlink-ის ინტერნეტს 9 თვის წინ ეზიარა: "სანამ აქ ინტერნეტს გაიყვანდნენ, ყველა ბედნიერი იყო. მაგრამ ახლა ყველაფერი გაუარესდა. ახალგაზრდები გაზარმაცდნენ და თეთრკანიან ადამიანების ჰბაძავენ", - აცხადებს 73 წლის ცაინამა მარუბო New York Times-თან.

მარუბოს ტომი უბიწოა და მათთვის სხვების თვალწინ კოცნაც კი არაა მიღებული, თუმცა ალფრედო ამბობს, რომ შესაძლოა, ინტერნეტმა ყველაფერი შეცვალოს. მისივე თქმით, ტომში ბევრი ახალგაზრდა მამაკაცი ზრდასრულთა ვიდეოებს ჯგუფურ ჩატში აზიარებდა და ზოგიერთი მათგანი უფრო აგრესიულად იქცეოდა: "ვნერვიულობთ იმაზე, რომ შესაძლოა ახალგაზრდებს იმ ყველაფრის ცდა მოუნდეთ, რასაც ინტერნეტში ხედავენ. ყველა ისეა ინტერნეტზე დამოკიდებული, რომ ზოგჯერ საკუთარ ოჯახთანაც არ ლაპარაკობენ",- დასძინა ალფრედო მარუბომ (ტომის ყველა წევრი გვარად მარუბოა).

თავდაპირველად, შორეული ტომის ცხოვრების ხარისხზე ინტერნეტს პოზიტიური გავლენა ჰქონდა. საგანგებო სიტუაციებში მათ ხელისუფლებასთან სწრაფად დაკავშირება შეძლეს, რათა მათთვის დახმარება ეთხოვათ. "მან უკვე გადაარჩინა სიცოცხლე",- ამბობს ენოკე მარუბო.

ტომს ასევე შესაძლებლობა მიეცა ამაზონის სხვა ტომებს დაკავშირებოდნენ და ერთმანეთისთვის საგანმანათლებლო რესურსები გაეზიარებინათ, აგრეთვე დაუკავშირდნენ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომლებიც ახლა სხვაგან ცხოვრობენ.

ინტერნეტის კიდევ ერთი დადებითი გავლენა ტომზე ისაა, რომ ახალგაზრდა ადამიანებს მათი უშუალო გარემოს მიღმა ინტერესები გაუჩნდათ. ერთ-ერთ მოზარდს ახლა სტომატოლოგობა სურს, მეორე კი მსოფლიოში მოგზაურობაზე ოცნებობს. თუმცა ენოკე მარუბო უარყოფით მხარეებზეც ჩივის.

"ამან იმდენად შეცვალა ჩვენი რუტინა, რომ ტომისთვის საზიანო გახდა. სოფელში თუ არ ნადირობ, თევზაობ და თესავ, ვერ ჭამ. ზოგიერთი ახალგაზრდა ჩვენს ტრადიციებს უფრთხილდება, მაგრამ დანარჩენებს სურთ, რომ მთელი დღე ტელეფონებში გაატარონ", - ამბობს ის.

ტომი იმდენად გახდა ინტერნეტზე დამოკიდებული, რომ მარუბოს ლიდერებმა ზეპირსიტყვიერად გადმოცემული ისტორიის და კულტურის დაკარგვის შიშით, მათ ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდეს: დილით მხოლოდ 2 საათის განმავლობაში, საღამოს 5 საათის, კვირას კი მთელი დღით შეზღუდეს მასზე წვდომა. მაგრამ მშობლები მაინც წუხან, რომ ზიანი უკვე მიყენებულია.

კიდევ ერთი მამა იმაზე წუხს, რომ მისი შვილები ძალადობრივ თამაშებს თამაშობენ და ეშინია, მოულოდნელად მიბაძვა არ მოუნდეთ.

ბრაზილიელი აქტივისტი ფლორა დუტრა, რომელიც ადგილობრივ ტომებთან მუშაობს, აცხადებს, რომ ინტერნეტის მოხმარებასთან დაკავშირებული შფოთვა გაბუქებულია. ამტკიცებს, რომ ტომის ხალხის უმეტესობას სურდა მსოფლიოს დანარჩენ ადგილებზე წვდომა და ამას იმსახურებს კიდეც.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა