ავტორი:

54-სართულიანი სამი ცათამბჯენი ბათუმის სანაპირო ზოლში - ვინ აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექსს?

54-სართულიანი სამი ცათამბჯენი ბათუმის სანაპირო ზოლში - ვინ აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექსს?

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გამზირ №1-სა და თამარ მეფის გამზირ №5გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა.

  • როგორც გეგმაშია აღნიშნული, დაგეგმილია 3 ერთეული 54 სართულიანი მრავალფუნქციური მიმართულების მქონე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომელშიც განთავსდება: სასტუმრო ნომრები, აპარტამენტები, კაზინო, კომერციული დანიშნულების ფართები, რესტორანი, კაფე-ბარი, ლაუნჯი, საცურაო აუზი, სპა, ჯიმი, საქმიანი შეხვედრის ზონები, საკონფერენციო დარბაზი, საბავშვო ზონა და სხვა გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცეები.

„ბლოკების სართულიანობა მიწის ზევით არის 54 სართული, მათ შორის (A და B) ბლოკების პირველი და მეორე სართულები წარმოდგენილია განსხვავებული გეგმარებით, სადაც განთავსდება რესტორნის; კაზინოს; საოფისე და სპა დანიშნულების მქონე სათავსები, ხოლო (C) ბლოკის პირველი და მეორე სართულებზე განთავსდება საოფისე და კომერციული დანიშნულების მქონე სათავსები.

საპროექტო ტერიტორიაზე მიწისქვედა სართულზე მოეწყობა ავტო პარკინგი 450 მანქანაზე. მიწისქვეშა სართულზე მოხვედრა ხდება დამოუკიდებელი პანდუსების საშუალებით, რომლებიც გათვალისწინებულია ორმხრივი მოძრაობისათვის....წაიკითხეთ სრულად