ავტორი:

საქართველოს დამლაგებელთა გილდია  "სადაგის" ეკო ფესტი ბაკურიანში

საქართველოს დამლაგებელთა გილდია  "სადაგის" ეკო ფესტი ბაკურიანში

სადაგი - (საქართველოს დამლაგებელთა გილდია) საქველმოქმედო ორგანიზაციაა, მიზნად ქვეყნის დასუფთავება და მისი ბუნების დაცვა, გაჯანსაღება დავისახეთ. ჩვენ ვაერთიანებთ ადამიანებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს, ყველას, ვისაც სურვილი აქვს გარემოსდაცვითი პრობლემები დღეს და გრძელვადიანად გადაჭრას.

სადაგის გუნდი და ბაკურიანის განვითარების სააგენტო მოხალისეებთან და სპონსორებთან ერთად, აგრძელებს შარშან წამოწყებულ დასუფთავების ფესტივალს და 15-16 ივნისს, ფესტივალს ტრადიციულად, ისევ ბაკურიანში უმასპინძლებს!ეკოფესტის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში დავასუფთავებთ დაბა ბაკურიანს და მის მიმდებარე ტერიტორიებს.

გარდა გარემოს დასუფთავებისა, ფესტივალის მიზანია, ჩვენს თანამოქალაქეებს დავეხმაროთ არდანაგვიანების ჩვევის გამომუშავებაში და დავანახოთ მათ საკუთარ გარემოზე ზრუნვისთვის გაერთიანების მნიშვნელობა.

შარშან ჩატარებულ ანალოგიურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა მოხალისემ და შეგროვდა 230,000 ლიტრზე მეტი ნარჩენი.

წლევანდელი ფესტივალის მონაწილეთა შორის იქნებიან სხვადასხვა წარმატებული კომპანიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების თანამშრომლები, ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები.

ფესტივალის განრიგი

  • 15 ივნისი, შაბათი

12:00 - 14:00 რეგისტრაცია - Crystal Hotel (საბაგირო)

13:00 - 13:45 ვორქშოფი გარემოსდაცვაზე - Crystal Hotel

14:00 - 18:00 ჯფუგებად დაყოფა & დასუფთავება - გასვლა Crystal Hotel-დან

18:00 - 19:00 სასტუმროებში დაბრუნება

19:00 - 20:30 ვახშამი - დიდველი გალერი

21:00 - 00:00 კონცერტი & დღის დახურვა -Bakuriani Inn

  • 16 ივნისი, კვირა

10:30 - 11:00 რეგისტრაცია - Crystal Hotel (საბაგირო)

11:00 - 15:00 ჯგუფებად დაყოფა & დასუფთავება - გასვლა Crystal Hotel-დან

15:00 - 17:00 ბარბიქიუ & დახურვა - დიდველი გალერი

ფესტივალის მონაწილეებისთვის მხარდამჭერები უზრუნველყოფენ: ხელთათმანებს, სანიტარულ საშუალებებს, ნაგვის ტომრებს, საწვიმრებს (ნალექის შემთხვევაში), წყალს და საღამოს კვებას.

გთხოვთ იქონიოთ თან: წყალგაუმტარი ქურთუკი ცივი ამინდის ან წვიმის შემთხვევაში, სალაშქრო/წყალგაუმტარი, მზისგან დამცავი საშუალება, კეპი და ანტისეპტიკური საშუალება.

წლევანდელი ფესტივალის სპონსორები და მხარდამჭერებიოქრის სპონსორები: ნუტრიმაქსი, Inn Group, Crystal Group და Didveli Gallery.სპონსორები: Tegeta Motors & Tegeta Green Planet, სოკარი, ბორჯომი, Orient Logic, Rooms Hotels და Fin Beauro.

მედია მხარდამჭერები: Georgia Today და პალიტრა მედია ჰოლდინგი.

ფესტივალის აქტიური მხარდამჭერია ბაკურიანის განვითარების სააგენტო.

დეტალებისთვის ეწვიეთ ფეისბუქ ღონისძიების ბმულს

R