ავტორი:

"ეს საშინელი მომენტი იყო, წამით თითქოს გული გამიჩერდა" - ჟირაფმა ბავშვი ავტომობილიდან "გაიტაცა": რა მოხდა ტეხასში? (ვიდეო)

"ეს საშინელი მომენტი იყო, წამით თითქოს გული გამიჩერდა" - ჟირაფმა ბავშვი ავტომობილიდან "გაიტაცა": რა მოხდა ტეხასში? (ვიდეო)

მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ "გაიტაცა" ჟირაფმა ავტომობილიდან ბავშვი. ბავშვი მშობლებთან ერთად იყო ავტომობილში, რა დროსაც გზაზე მყოფმა ჟირაფმა ის მოულოდნელად "გაიტაცა", თუმცა საბედნიეროდ, პირი მალევე გაუშვა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

შემთხვევა პირველ ივნისს, ტეხასში მოხდა.

ეს არის ადგილი, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ცხოველები გამოკვებონ. იმ მომენტში დედა შვილს ჟირაფს აჩვენებდა, ამ დროს კი ჟირაფმა მას პირი ჩაავლო.

როგორ მოგვიანებით ბავშვის მამამ მედიასთან საუბრისას თქვა, პატარა უვნებლად გადარჩა. "ეს საშინელი მომენტი იყო, წამით თითქოს გული გამიჩერდა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა“, - ამბობს ის.