ავტორი:

"ახლა დავფიქრდი და გულწრფელად განვიცდი იმ ჟურნალისტების მდგომარეობას, ნოდარ მელაძესთან რომ უწევთ მუშაობა" - რას წერს ნინო წილოსანი?

"ახლა დავფიქრდი და გულწრფელად განვიცდი იმ ჟურნალისტების მდგომარეობას, ნოდარ მელაძესთან რომ უწევთ მუშაობა" - რას წერს ნინო წილოსანი?

უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ტვ პირველის" ჟურნალისტები ეცოდება, რადგან მისი თქმით, მათ "სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა".

"ახლა დავფიქრდი და გულწრფელად განვიცდი ტვ პირველში დასაქმებული ქალი ჟურნალისტების მდგომარეობას - განსაკუთრებით იმ ჟურნალისტების, ნოდარ მელაძესთან რომ უწევთ მუშაობა..

წარმომიდგენია, რა რთულია მათი მხრიდან მუდმივად სტრესსა და ნეგატიურ გარემოში საქმიანობა, მათი ცივსისხლიანი ხელმძღვანელების მოთხოვნები რომ დააკმაყოფილონ - მუდამ ვიღაცის დევნის რეჟიმში იყვნენ; ობიექტური გაშუქების ნაცვლად ყველაფერი ნეგატივზე ააგონ; დაიჯერონ და სხვების დარწმუნებაც სცადონ, რომ ჩვენს ირგვლივ მხოლოდ ცუდი ხდება;

საზოგადოებაში ზიზღი გააღვივონ და, სამწუხაროდ, სანაცვლოდაც იგივე მიიღონ წარმომიდგენია, როგორი მძიმეა ამ ჟურნალისტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სამწუხაროდ, დროის გასვლასთან ერთად, უფრო იგრძნობენ ასეთი სამუშაო გარემოს გავლენას მათ ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე.

ამიტომ, იმ ყველაფრის ფონზე, რისი კეთებაც მათ უწევთ, ბრაზის ნაცვლად, ალბათ უფრო ემპათიას გამოვხატავდი მათდამი" - წერს წილოსანი.