ავტორი:

უმძიმესი უბედური შემთხვევა ინგლისში: 2 წლის ბიჭუნა, მამის ცხედართან ერთად, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - ბავშვის სიკვდილის მიზეზი დეჰიდრატაცია გახდა

უმძიმესი უბედური შემთხვევა ინგლისში: 2 წლის ბიჭუნა, მამის ცხედართან ერთად, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - ბავშვის სიკვდილის მიზეზი დეჰიდრატაცია გახდა

ტრაგედია დატრიალდა ცენტრალურ ინგლისში, ლინკოლნშირის საგრაფოში, სადაც 2 წლის ბრონსონ ბატერსბი, მამასთან ერთად, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიების თქმით, ბავშვის სიკვდილის მიზეზი დეჰიდრატაცია გახდა.

კენეტ ბრებსინი 60 წლის იყო და გულის დაავადებას ებრძოდა. მამაკაცი უმუშევარი იყო და ძირითადად, სოციალური სერვისის დახმარებით ცხოვრობდა. ცხედრები გარდაცვალებიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ, მას მერე იპოვეს, რაც მეზობელმა პოლიციას განუცხადა, რომ ბრენსონი რამდენიმე დღე არ უნახავს, მათი ბინიდან კი საშინელი სუნი გამოდიოდა. სამართალდამცავებმა პატარა მამის ფეხებთან ნახეს. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

სამართალდამცავთა პარალელურად, ბავშვის გარდაცვალების დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს ლინკოლნშირის ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია, რომელშიც აგრეთვე ჩაერთვებიან: ლინკოლნშირის საბჭო, პოლიცია და ჯანდაცვის ორგანიზაციები.

"მნიშვნელოვანია, დრო გამოვყოთ ამ ტრაგიკული ინციდენტის გარშემო არსებული გარემოებების სრულად შესასწავლად", - განაცხადა კრის კუკმა, ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

როგორც ცნობილი გახდა, ბავშვი მამასთან ცხოვრობდა მას მერე, რაც ის ცოლს დაშორდა და ბავშვის დედა, ორ უფროს შვილთან ერთად, სხვა ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.

წყარო