ავტორი:

აფეთქება და ძლიერი ხანძარი ერევანთან ახლოს - დაშავებულია შვიდი ადამიანი: რა მოხდა სომხეთში (ვიდეო)

აფეთქება და ძლიერი ხანძარი ერევანთან ახლოს - დაშავებულია შვიდი ადამიანი: რა მოხდა სომხეთში (ვიდეო)

სომხეთში, დედაქალაქ ერევანთან ახლოს, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

• მათივე ინფორმაციით, დაშავებულებისგან ორი რეანიმაციაში იმყოფება, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

🇦🇲 Five victims of the #explosion near #Yerevan were hospitalized, the Armenian Ministry of Health reported pic.twitter.com/09itnwkPuG
— News.Az (@news_az) June 7, 2024

აფეთქება ერევან-სევანის გზის მე-2 კმ მონაკვეთზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა და ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა. მის ლიკვიდაციაში 30-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი იყო ჩართული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი თხევადი აირის ბალონის აფეთქება იყო.