ავტორი:

დაკარგული 24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 5 ივნისის შემდეგ ეძებდნენ, იპოვეს

დაკარგული 24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 5 ივნისის შემდეგ ეძებდნენ, იპოვეს

თელავში დაკარგული 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვი, რომელსაც 5 ივნისის შემდეგ ეძებდნენ, იპოვეს. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ახალგაზრდას ახლობლებმა დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, 24 წლის ბიჭი პოლიციამ ქუთაისში იპოვა და დღეს დილით სახლში დააბრუნეს.

ახალგაზრდა კაცი სახლიდან გუშინ, 5 ივნისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მას შემდეგ სამძებრო ღონისძიებებში პოლიცია იყო ჩართული.