ავტორი:

არველაძეების რძლის გრანდიოზული იუბილე, ცნობილი სტუმრებით - ფოტო და ვიდეოკადრები "ინსტაგრამიდან"

არველაძეების რძლის გრანდიოზული იუბილე, ცნობილი სტუმრებით - ფოტო და ვიდეოკადრები "ინსტაგრამიდან"

გუშინ, ძმებმა არველაძეებმა, რძლის, მაკუნა ზედაშიძის დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნეს. იუბილეზე მიწვეული უამრავი ცნობილი სახე მეორე დღეა, რაც სოციალურ ქსელში დაბადების დღეზე გადაღებულ კადრებსა და ვიდეოებს აქვეყნებს.

დაბადების დღის კადრებში ჩანს ძმები არველაძეების მხიარული ცეკვა. სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობი რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად, მაკა ასათიანი, მანიკა ასათიანი, რომელმაც საღამოზე ლელა წურწუმიას ცნობილი ჰიტი "ღამის სიჩუმე" იმღერა.

იუბილარმა საღამოზე წითელ, გულის ფორმის ტორტზე ჩააქრო სანთლები.

მაკუნა ზედაშიძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ვაჟის, ვატო არველაძის მეუღლეა. წყვილმა ორი წლის წინ იქორწინა. დიზაინერის რძალი პროფესიით ფსიქოლოგია. ვატო კი ფეხბურთელების ოჯახის ერთადერთი შვილია, რომელმაც თავადაც პროფესიად ფეხბურთელობა აირჩია.

18 მარტს სოფიასა და ვატოს პირველი საერთო შვილი, სოფია არველაძე შეეძინათ.

წაიკითხეთ ასევე:

"დაიბადა სოფია არველაძე" - თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე ბებია-ბაბუა გახდნენ: ცნობილი წყვილის ცეკვა და მხიარულება სამშობიაროსთან (ვიდეო)