ავტორი:

"მე ვალაგებ საქართველოს" - დალაგებების სერიის მეოთხე ეტაპი

"მე ვალაგებ საქართველოს" - დალაგებების სერიის მეოთხე ეტაპი

10-15 მაისს გაიმართა სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და გარემოსდაცვითი საქველმოქმედო ორგანიზაციის „სადაგი“ ერთობლივი დალაგებების სერიის მეოთხე ეტაპი. ეს ღონისძიებები წარიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერითა და USAID საქართველოს სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით და მათ პარტნიორი სკოლების ჩართულობით.

ამ ეტაპში 48 სკოლამ მიიღო მონაწილეობა გურიაში, სამეგრელოში, სვანეთში და რაჭა-ლეჩხუმში. სულ ერთდროული დალაგებების მეოთხე ეტაპში 965-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მთლიანად, განვლილ ოთხივე ეტაპში მონაწილე მოსწავლეების და მასწავლებლების რიცხვმა კი 5670-ს გადააჭარბა.

დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მივიღეთ ჩოხატაური პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მათ შესანიშნავ მასწავლებელ თამუნა მეგრელიძესთან ერთად ჩატარებული დალაგებით. 10 მაისის უქმე დღედ გამოცხადების მიუხედავად, ოთხი მასწავლებელი და 60-ზე მეტი მოსწავლე გამოვიდა საკუთარი ქალაქის დასალაგებლად.

ჩოხატაურის ქუჩების დალაგებისას მოსწავლეებს მხარში ამოუდგნენ ჰოლანდიელი სტუმარი მოსწავლეები კენია სტრენგი და რამსეი სტრენგი. დალაგების შემდეგ ბავშვებმა პიკნიკზე დაპატიჟეს უცხოელი სტუმრები, ადრე დამწიფებული თუთის ხის ნაყოფიც მიირთვეს, ბევრი ისაუბრეს და იმხიარულეს ერთად.

ეს ჩოხატაურელი მოსწავლეების მიერ გამართული პირველი დალაგება არ იყო. სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თამუნა მეგრელიძის და მასწავლებელთა მთელი გუნდის ხელშეწყობით მათ ქმედითი თვითმმართველობა აქვთ ჩამოყალიბებული, რეგულარულად არიან ჩაბმულნი „მოქალაქეობანაში“ და ადრეც დაულაგებიათ საკუთარი გარემო. დალაგების შემდეგ მოსწავლეებს მხარში ამოუდგა მუნიციპალურმა დალაგების სამსახური, რომელმაც რამდენიმე ათეული ტომარა შეგროვებული ნარჩენის უტილიზაცია მოახდინა.

15 და 16 მაისს გურიაში კიდევ ორ სკოლას ვეტუმრეთ, მართალია 15 მაისს უამინდობამ და უხვმა ნალექმა ხელი შეგვიშალა და დაგეგმილი დალაგება ვერ განვახორციელეთ, თუმცა ოზურგეთის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში, ბავშვებთან შეხვედრა გავმართეთ და ვისაუბრეთ გარემოსდაცვით საკითხებზე. ბავშვებმა თავისი აზრები გაგვიზიარეს და ეზოში საკუთარი ხელით დარგული ხეებიც გვაჩვენეს.

16 მაისს ოზურგეთის სოფელ ლაითურის სკოლას ვეწვიეთ, სადაც სადაგის გუნდმა და მასწავლებლემა ცაცა ქვილორიამ გვიმასპინძლა. დაგეგიმილი 30 ბავშვის ნაცვლად, ადგილზე მისულებს, მთელი სკოლა დაგვხდა ჩართული დალეგბის პროცესში და სოფელში დიდი მხიარულება გამოიწვია სადაგის სტიკერებმა და სკოლის გარშემო ტერიტორიის დასუფთავებამ.

ლაითურის შემდეგ სამეგრელოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარის პირველ საჯარო სკოლაში მასწავლებელ ნანა გოგოხიასთან და მის მოსწავლეებთან გავეშურეთ, სადაც არაჩვეულებრივი მოსწავლეები გავიცანით. სკოლას რამდენიმე კლუბი აქვს, სადაც ბავშვები სხვადასხვა თემატიკის გარშემო ერთიანდებიან. სკოლაში არის იდეთეკაც, რაც არაჩვეულებრივ წიგნებს და თანამედროვე ლიტერატურას მოიცავს. სკოლის ყველა კუთხეში ბავშვების ნამუშვერების, ფოტოების, სხვადასხვა საგანში მოპოვებული სიგელების, დიპლომების თუ სპორტულ წარმატებებში მოპოვებული თასების გამოფენით, იგრძნობოდა სკოლას და მოსწავლეებს შორის ურთიერთსიყვარული.

ჯვარის საჯარო სკოლას გამორჩეული ეკო კლუბი აქვს, რომელსაც ახლა საბა ფაცაცია ლიდერობს. სკოლის წინ დიდი სანაგვე ურნა ბავშვებს მარველის გმირებით მოუხატვთ. სადაგშიც გვჯერა რომ ყველა ვინც სხვის დაგდებული ნარჩენის აღებას და სანაგვე ურნაში მოთავსებას არ თაკილობს - სუპერგმირია.

საბასთან და მის არაჩვეულებრივ მეგობრებთან შეხვედრა სადაგის გუნდს მომავლის იმედს გვისახავს, რომ ჩვენი ქვეყანის მომავალი აუცილებლად უფრო სუფთა და ჯანსაღი იქნება.

ჩვენი მადლიერების გამოხატვა მხარდამჭერებისადმი, “საქართველოს იურისტთა ასოციაციით” გვინდა დავიწყოთ, რომელიც მესამე ეტაპზე გერმანული ორგანიზაცია GIZ-ის მიერ სადაგისთვის გადმოცემული გრანტის ადმინისტრატორია. ბუნებრივია, დიდი მადლობა USAID სამოქალაქო განათლების პროგრამას, რომელიც პროექტის - “მე ვალაგებ საქართველოს” ძირითადი პარტნიორია. ასევე, მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს პროექტი დაიწყო “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” გუნდის, ლიდერთა ათეულების წევრი მასწავლებლების და სადაგის ერთობლივი ინიციატივით.

დიდ მადლობას ვუხდით “მე ვალაგებ საქართველოს” სპონსორებს.

პლატინის მხარდამჭერები არიან პროკრედიტ ბანკი საქართველო და დიპლომატ-ჯორჯია;

ვერცხლის - ნიკორა, ფინანსური ბიურო და ელიტ ელექტრონიქს.

მედია მხარდამჭერები კი არიან პალიტრა მედია ჰოლდინგი და ჯორჯია თუდეი.

R