ავტორი:

წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი... - რომელ რეგიონში გაუარესდება ამინდი უახლოეს საათებში?

წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი... - რომელ რეგიონში გაუარესდება ამინდი უახლოეს საათებში?

უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რამაც შესაძლოა სხვადასხვა კატაკლიზმები გამოიწვიოს.

"7 ივნისს უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.