ავტორი:

15 ცოლი, საკუთარი თვითმფრინავი, 120 მანქანა და 200 მილიონი დოლარის ქონება - როგორ ცხოვრობს პატარა აფრიკული ქვეყნის მონარქი

15 ცოლი, საკუთარი თვითმფრინავი, 120 მანქანა და 200 მილიონი დოლარის ქონება - როგორ ცხოვრობს პატარა აფრიკული ქვეყნის მონარქი

მაჰოსეტივის ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრეს პატივი ხვდა წილად, რომ მამის 210 შვილიდან ის გამხდარიყო სვაზილენდის მეფე. ტახტზე ასულმა მსვატი მესამემ მამისგან მიიღო შეუზღუდავი ძალაუფლება. მას 61 მილიონი დოლარი გამოუყვეს სახელმწიფო ხაზინიდან ოჯახის საჭიროებისთვის. მეფე ყიდულობს ათეულობით მანქანას, ბრილიანტის საათებს და ფუფუნების უამრავ ნივთს. გარდა ამისა, მას აქვს უფლება ჰყავდეს იმდენი ცოლი, რამდენიც უნდა. ამ დრომდე მას 15 ცოლი ჰყავდა, რომელთა რიცხვიც ყოველ წელს იზრდება ლერწმის ფესტივალზე, სადაც რამდენიმე ათასი ქალწული ნახევრად შიშველი ცეკვავს მის წინაშე.

როგორ ჩამოყალიბდა პატარა ქვეყანა სვაზილენდი

ესვანიტის ახალ შტატს 1760 წლიდან მართავდა დლამინის სამეფო ხაზი, რომელმაც შემდეგ ქვეყნის სტატუსი და სახელი სვაზილენდი მიიღო. 1968 წელს კი სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა.

სვაზილენდი 17 364 კვ.კმ. სახელმწიფოა, მილიონზე ცოტა მეტი მოსახლეობით. ქვეყანას სათავეში მეფე სობუზა მეორე ედგა, რომელიც 60 წლის განმავლობაში იყო სრულუფლებიანი მმართველი. კაცი მოკრძალებული ცხოვრების წესს ეწეოდა, ფეხშიშველი დადიოდა და ყოველთვის უსმენდა მრჩევლებს. ერთადერთი ფუფუნება მისი ცოლები იყო - 70 ქალი, რომლებთანაც 210 შვილი შეეძინა. ნაყოფიერების გამო სობუზა II-ს მეტსახელად "სვაზის ხარი" შეარქვეს.

სვაზილენდის ახალი მონარქი

მახოსეთივ დლამინი 1982 წელს სობუზა II-ის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს მემკვიდრედ, მაგრამ იმ დროს ბიჭი 14 წლის იყო. სანამ მომავალი მეფე შერბორნის სკოლაში სწავლობდა, ქვეყანას რეგენტები მართავდნენ.

კორონაციის შემდეგ მას მეფე მსვატი III უწოდეს და აბსოლუტური მონარქი გახდა. მან მიიღო უფლება დამოუკიდებლად აერჩია მინისტრები და ვეტო დაედო ნებისმიერ კანონისთვის, რომელიც არ მოეწონებოდა. მეფემ აკრძალა განქორწინება და მოკლე ქვედა ბოლოს ტარება.

მეფე მსვატი III-ის კორონაცია

ერის "ინტერესებიდან" გამომდინარე მეფე აკონტროლებს შაქრის ლერწმის ბიზნესს, კომერციულ უძრავ ქონებას და გაზეთს. ქვეყანაში არსებობს ოპოზიცია, რომელიც ხანდახან აწყობს მცირე აჯანყებას, მაგრამ მოვლენებზე დიდ გავლენას ვერ ახდენს.

მეფე მსვატი III-ის მდიდრული ცხოვრება

მსვატი III-ის მდიდრული ცხოვრების წესით მედია ხშირად ინტერესდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეშევრდომები დღეში 1,25 დოლარად ცხოვრობენ, მეფე თავს უფლებას აძლევს სახელმწიფო ხაზინიდან მილიონობით დოლარი დახარჯოს. მას პირადი დანაზოგიც აქვს - 200 მილიონი დოლარი, მაგრამ არ ხარჯავს. თანხას ხაზინიდან იღებს ოჯახისა და მათი ახირებების დასაკმაყოფილებლად. 2014 წლიდან ოჯახის საჭიროებებისთვის გადახდილი წლიური თანხა 61 მილიონ დოლარამდე გაზარდა, ასევე 12,5 მილიონი დოლარი გამოყო საკუთარი სასახლეების სამშენებლო სამუშაოებისთვის. პარლამენტარებს პროტესტის გამოთქმის უფლება არ აქვთ, რადგან ეს მონარქისადმი უპატივცემულობად ითვლება.

სვაზილენდში არსებობს ფონდი, სადაც ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. მას მართავს მეფე, ხარჯებისა და ქვითრების აღწერის გარეშე.

მეფის მამა თავისი მრავალშვილიანი ოჯახის გადასაყვანად ავტობუსს იყენებდა, ხოლო მისი ვაჟი მსვატი III ამისთვის Maybach 62-ს იყენებს, რომელშიც 4 მილიონი დოლარი გადაიხადა. მეფემ ასევე შეიძინა 9 ავტომობილი BMW 7 ოჯახის წევრებისთვის. მეფემ საკუთარი ავტოპარკისთვის დამატებით 20 ჯავშანმანქანა იყიდა, 2019 წელს კი ერთდროულად 120 BMW და 19 Rolls-Royce.

მსვატი მესამეს აქვს ძვირადღირებული საათების კოლექცია. საკუთარ დაბადების დღეზე 1,6 მილიონი დოლარად ღირებული როლექსის საათი ეკეთა. მეფემ მოითხოვა 15 მილიონი დოლარი ცოლების ხარჯებისთვის და ახალი სასახლეების ასაგებად. მისი 15 ცოლი საყიდლებზე თვითმფრინავით დაფრინავენ საფრანგეთში, იტალიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ტაივანში, ამერიკაში, სადაც ერთდროულად 6 მილიონ დოლარამდე დახარჯვა შეუძლიათ.

2010 წელს მსვატი III-მ თავისი პირველი თვითმფრინავი McDonnell Douglas DC-9-87 იყიდა სინგაპურელი ბიზნესმენისგან 11,5 მილიონ დოლარად, შემდეგ კი 3,5 მილიონი დოლარი დახარჯა ინტერიერის გაუმჯობესებაზე. ასევე იყიდა 15 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები.

მონარქის ცოლები, რომლებსაც ირჩევენ ლერწმის ყოველწლიურ ფესტივალზე

ქვეყნის ტრადიციის მიხედვით, მეფეს შეუძლია ჰყავდეს უსასრულო რაოდენობის ცოლები. მსვატი III ცოლების რაოდენობით ვერ დაეწია მამას, მაგრამ მას უკვე ჰყავდა 15 ცოლი, თუმცა ახლა 13 ჰყავს, რადგან ერთი დასაჯა ღალატისთვის და ქვეყნიდან გააძევა, მეორემ თავი მოიკლა. მეცხრე ცოლმა თვითმკვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეფემ მის მიმართ ინტერესი დაკარგა და სამი წელი მისით არ დაინტერესებულა. როდესაც ქალმა ნათესავის დაკრძალვაზე სახლში წასვლა ითხოვა, არ გაუშვეს. რის შემდეგაც ვერ გაუძლო მორალურ და ფიზიკურ დამცირებას და თავი მოიკლა.

ტომის ტრადიციის მიხედვით, პირველ ორ ცოლს ქვეყნის ყველაზე დიდი კლანებიდან ირჩევენ. თუმცა გოგონა ცოლი მხოლოდ პირველი შვილის გაჩენის შემდეგ ხდება, რითიც ამტკიცებს რომ შვილოსნობის უნარი აქვს, იქამდე კი ხარჭად რჩება.

სვაზილენდში უკვე მრავალი წელია იმართება "ლერწმის ცეკვის" ფესტივალი, სადაც მეფეს შეუძლია აირჩიოს შემდეგი ცოლი. დღესასწაული სამ დღეს გრძელდება და ქალწულებს მთელი ქვეყნიდან იზიდავს. ფესტივალზე 2012 წელს 6-დან 25 წლამდე 70 ათასი გოგონა მონაწილეობდა. მათ მხოლოდ მეფის გამოსახულებით სამკლავურები აცვიათ, მკერდი კი მოშიშვლებული აქვთ. ცეკვის დროს მეფეს შეუძლია აირჩიოს გოგონა, რომელიც მოსწონს და შემდეგ მისი ცოლობის პრეტენდენტი გახდება. ბევრი გოგონა მიდის "ლერწმის ფესტივალზე" იმ იმედით, რომ კონკიადან პრინცესად გადაიქცევიან, მაგრამ ცხოვრება ხშირად უსიამოვნო სიურპრიზებს უწყობთ.

მსვატი III-ს უკვე ჰყავს 35 შვილი, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ და სწავლობენ. მათ მეთვალყურეობს სპეციალური ადამიანი, რომლისთვისაც სახლი 5 მილიონ დოლარად იყიდეს. ისინი თავხედურად იქცევიან, როგორც ჩანს, მამას ბაძავენ. ხარჯავენ უამრავ ფულს და სოციალურ ქსელში გართობის კადრებს აქვეყნებენ.

მონარქის შვილები

მსვატი III-ის მიერ შექმნილი კანონები და წესები

გართობის გარდა, მეფეს მაინც უწევს ისეთი იმიჯის შექმნა, თითქოს ზრუნავდეს საკუთარ ქვეშევდრომებზე. ამიტომ, როდესაც ქვეყანაში შიდსის პანდემიამ წარმოუდგენელი მასშტაბები შეიძინა, გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც 21 წლამდე გოგონებს სქესობრივი კავშირი აეკრძალათ. წესების მიხედვით, დამრღვევს უნდა გადაიხადა ჯარიმა - 1 ძროხა ან მისი ღირებულება 160 დოლარი.

კანონის გამოსვლიდან ორ კვირაში მეფეს თავად მოეწონა 17 წლის გოგონა და ცოლად მოიყვანა. ხალხის აღშფოთების თავიდან ასაცილებლად კი ხაზინიდან ჯარიმა გადაიხადა. სვაზილენდში უბიწოების კანონი თითქმის 5 წელი გაგრძელდა, შემდეგ კი მეფემ გააუქმა.