ავტორი:

სად გაქრა მოსლი: ცნობილი ბრიტანელი მედიკოსი და ჟურნალისტი საბერძნეთი მოგზაურობისას გაუჩინარდა - რას ამბობს გამოძიება

სად გაქრა მოსლი: ცნობილი ბრიტანელი მედიკოსი და ჟურნალისტი საბერძნეთი მოგზაურობისას გაუჩინარდა - რას ამბობს გამოძიება

BBC-ის ჟურნალისტი მაიკლ მოსლი საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე მოგზაურობისას გაუჩინარდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მოსლი ბოლოს წმინდა ნიკოლოზის სანაპიროზე შენიშნეს. პოლიცია ამბობს რომ ის სავარაუდოდ, კლდიდან გადავარდა. მასიურ სამძებრო ოპერაციებში ჩაერთო ვერტმფრენი. სამაშველო პერსონალი ჟურნალისტის ადგილმდებარეობის დასადგენად დრონებს იყენებს. ძებნას მყვინთავებიც შეუერთდნენ.

"ტერიტორიაზე პოლიციაა განლაგებული. მის კვალს მივყვებით. როდოსზე დაფუძნებული გამომძიებლების გუნდი დღესვე ჩავა პატარა კუნძულზე, რათა მიიღოს მოწმეების ჩვენებები და გააფართოოს გამოძიება" - განაცხადა უსაფრთხოების ოფიცერმა, რომელიც საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში ხელმძღვანელობს.

სიმის მერმა, ელეფთერიოს პაპაკალოდუკასმა განაცხადა, რომ გამომძიებლების ყურადღება ახლა "ზღვისკენ უნდა გადავიდეს" - "ეს პატარა ადგილია. ადამიანი ასე უბრალოდ ვერ გაქრებოდა".

ერთ-ერთი ადგილობრივის მტკიცებით, მოსლის გაუჩინარება "ძალიან უცნაურია", რადგან ამ ტერიტორიაზე მსგავსი შემთხვევა თითქმის არასდროს ხდება. პოლიცია, მეხანძრეები, სანაპირო დაცვა და მოხალისეები დღეს ეძებდნენ მოსლის ხმელეთსა და ზღვაზე ვერტმფრენის, დრონებისა და მაშველი ძაღლის გამოყენებით. გამოძიება ვარაუდობს, რომ მოსლიმ გონება დაკარგა და სიმაღლიდან გადავარდა. არ გამორიცხავენ გულის შეტევასაც.

"ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო, იყო ეს უბედური შემთხვევა... თუ სხვა რამ“ - განაცხადა პოლიციის მაღალჩინოსანმა.

  • მოსლის გაუჩინარების ქრონოლოგია:

ოთხშაბათი, 5 ივნისი

1:30 საათი - მოსლი გადაწყვეტს ფეხით მარტო გასეირნებას და სანაპიროსკენ მიდის.

1:50 საათი - ამბობენ, რომ სანაპიროდან სახლამდე მისვლას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.

14:20 საათი - მოწმეები ამტკიცებენ, რომ დაინახეს მოსლი, რომელიც ესაუბრებოდა ხანდაზმულ კაცს.

19:30 საათი - მოსლის ცოლი, კლერ ბეილი, პოლიციაში რეკავს და ქმრის გაუჩინარების შესახებ ატყობინებს.

ხუთშაბათი, 6 ივნისი

10:30 საათი - პოლიცია გამოძიებას იწყებს.

პარასკევი, 7 ივნისი

გამოძიების პროცესში ერთვება დამატებითი ესკადრონი, სანაპირო დაცვა, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები და სამხედრო ვერტმფრენები.

მაიკლ მოსლი ბრიტანელი მედიკოსი და ჟურნალისტია. მის სახელთანაა დაკავშირებული „მეორე დღის დიეტა“ სახელწოდებით 5/2, რომლის დროსაც ადამიანი ნორმალურად იკვებება კვირაში 5 დღე და იღებს მხოლოდ 500 კალორიას დარჩენილ 2 დღეში. BBC-სთან თანამშრომლობა 1985 წელს დაიწო და მალე პოპულარული წამყვანი გახდა. იგი დაქორწინებულია კლერ ბეილზე და ჰყავს ოთხი შვილი.

წყარო