ავტორი:

"დაინახეს, როგორ გადმოაგდო ნათია აივნიდან ქმარმა..." - ვინ არის ესპანეთში მოკლული 32 წლის ქართველი ქალი

"დაინახეს, როგორ გადმოაგდო ნათია აივნიდან ქმარმა..." - ვინ არის ესპანეთში მოკლული 32 წლის ქართველი ქალი

ბარსელონაში 32 წლის ქართველი ქალი მოკლეს. ნათია გულბანის სასტიკი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა მისი მეუღლე დააკავეს. თავდაპირველად ესპანელი სამართალდამცველები სუიციდის მუხლით იძიებდნენ, თუმცა საქმე გადაკვალიფიცირდა.

როგორც ბარსელონაში მცხოვრებნი ჰყვებიან, საკმაოდ მძიმე მოსასმენია ჩვენებები, რომელიც მომხდარის თვითმხილველებმა პოლიციას მისცეს. არსებული ინფორმაციით, გულბანი მამაკაცმა აივნიდან გადმოაგდო და ამას ადგილობრივებიც შეესწრნენ. მათ თავდაპირველად ჩხუბის ხმა გაიგეს, პოლიცია გამოიძახეს, თუმცა მკვლელობა ვერ აღკვეთეს.

ცნობილი ხდება ასევე, რომ ნათია გულბანი მანამდე რამდენჯერმე იყო ძალადობის მსხვერპლი, ამის გამო ესპანურ პოლიციას მიმართა კიდეც. გოგონას ახლობლები ამბობენ, იყო პერიოდი, როცა ქალი პარტნიორს შორდებოდა სწორედ ძალადობის გამო, თუმცა შემდეგ ისევ ურიგდებოდა. დაკავებულიც საქართველოს მოქალაქეა.

"მთავარ არხს" მოკლულის მეგობრების უყვებიან, რომ ნათია გულბანს მამაკაცმა ხელი დაახლოებით 2 კვირის წინ სთხოვა და მას შემდეგ საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ.

"ამ საქმეს ჰყავს მოწმეები, მეზობელი გოგოები. მათ დაინახეს ყველაფერი. დამნაშავის დედამ მოიგონა ზღაპარი, რომ ნათია გადახტა. ეს არის ზღაპარი. გოგონა დახმარებას ითხოვდა. დაინახეს, როგორ გადმოაგდო ბიჭმა გოგონა აივნიდან. არსებობენ მოწმეები, რომლებიც მივიდნენ ადგილზე და ნათიას გულის მასაჟებს უკეთებდნენ. დედამთილი ჩამოვიდა, გოგონას თავზე დაადგა, ამოიღო სიგარეტი და დაიწყო მოწევა. ეს არის ცივსისხლიანობა. ესპანელმა კაცებმა დააკავეს ეს ნაძირალა ადამიანი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა" - ამბობს ნათია გულბანის ახლობელი.