ავტორი:

როგორ ეხმაურება სააკაშვილი "ნაცმოძრაობაში" განხორციელებულ ცვლილებებს?

როგორ ეხმაურება სააკაშვილი "ნაცმოძრაობაში" განხორციელებულ ცვლილებებს?

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას არჩევას. მისი თქმით, ასევე მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ლევან ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოს.

"მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაინაცვლოს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე.

უმნიშვნელოვანესია, რომ ლევანმა სწრაფად მოახერხოს რეაბილიტაციის გავლა და მისებურად აქტიურად ჩაერთოს გადამწყვეტ ბრძოლაში. მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური ძალის გასაერთიანებლად. ამოვიდეთ იქიდან, რომ დღეს ასეთია ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის დაკვეთა.

ენმ გადაეწყობა მთლიანად ამ მიმართულებით ახალი სახეებით, ახალი იდეებით, რაც დაეფუძნება წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის ტრადიციას და მუდმივი განახლების პროცესს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში" - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. ამასთან, მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაიკავებს.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ხაბეიშვილის თავმჯდომარეობიდან გადადგომის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მისთვის „საქართველოს ნათელი მომავალი უპირველესია“.

წაიკითხეთ ასევე: