ავტორი:

ისრაელის რთული სპეცოპერაცია ღაზაში და 4 გათავისუფლებული მძევალი: "ნოა, ალმოგ, ანდრეი და შლომი - გვიხარია, რომ სახლში ხართ"

ისრაელის რთული სპეცოპერაცია ღაზაში და 4 გათავისუფლებული მძევალი: "ნოა, ალმოგ, ანდრეი და შლომი - გვიხარია, რომ სახლში ხართ"

ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასის“ ტყვეობიდან 4 მძევალი იხსნეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 4 მძევლების - ნოა არგამანის, ალმოგ მეირ იანის, ანდრეი კოზლოვისა და შლომი ზივის ცოცხლად გადარჩენა ღაზის სექტორის ცენტრში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად მოხერხდა.

წინასწარი სამედიცინო შეფასებით, გადარჩენილი მძევლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი შემდგომი გამოკვლევებისთვის თელ-ჰაშომერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი:

"ნოა, ალმოგ, ანდრეი და შლომი - გვიხარია, რომ სახლში ხართ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ისრაელის უსაფრთხოების სააგენტომ და სპეცრაზმმა ღაზაში „ჰამასის“ მიერ დაკავებული ოთხი მძევლის გადასარჩენად და სახლში, ისრაელში მათ დასაბრუნებლად რთული და გმირული ოპერაცია ჩაატარეს. ჩვენ ბრძოლას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ 120 მძევალი სახლში არ დაბრუნდება".